კალათბურთი

13:19 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბრუკლინი” სერიოზული ცვლილებების მოლოდინში

როგორც NetsDaily.com იუწყება, “ბრუკლინ ნეთსი” 2014 წლის იანვარ-თებერვალში შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. კლუბმა, რომელშიც ქართველი თორნიკე შენგელიაც ირიცხება, ვარსკვლავთა სიუხვიდ მიუხედავად სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო და ამ დროისთვის, ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

სეზონის წინ ბრუკლინელებმა რამდენიმე სერიოზული ტრანსფერი განახორციელეს და “ბოსტონ სელტიქსიდან” პოლ პირსი და კევინ გარნეტი გადაიბირეს, რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირეს.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ბრძოლისუნარიანი გუნდის შესაქმნელად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამდენად, “ნეთსში” სიახლეებზე ფიქრობენ.

მცირე ხნის წინ საუბარი იყო “ჰიუსტონ როკიტსიდან” თურქი ცენტრის ომერ აშიკის გადაყვანაზე, თუმცა, ეს საკითხი ჩიხში შევიდა, ახლა კი, საქმეში ტეხასელთა ფლეიმეიქერი ჯერემი ლინიც ჩაერთო, საპირისპირო გზას კი, შესაძლოა, დერონ უილიამსი დაადგეს.

“ბრუკლინის” სეზონური აბონემენტების მფლობელთა შეკრებაზე კიდევ რამდენიმე პოტენციური ტრეიდი განიხილეს, ჩვენის მხრივ კი დავძენთ, რომ რომელიმე მათგანში არც შენგელიას ჩართვა გახლავთ გამორიცხული.

0.141881