კალათბურთი

14:19 | 6.12.2013 | ნანახია 2312 - ჯერ

შენგელიას “ბრუკლინი” აუტსაიდერებთანაც აგებს

დილით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთშიც თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსიც” მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინელები მათსავით აუტსაიდერ “ნიუ იორკ ნიქსს” მასპინძლობდნენ, მეტოქესთან, რომელსაც მანამდე ზედიზედ 9 მატჩი ჰქონდა წაგებული, სამარცხვინოდ – 83:113 დამარცხდნენ.

მატჩის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “ნეთსმა” 16:34 დათმო და გუნდის თავკაც ჯეისონს კიდსაც, რომელსაც სკამი აქვს შერყეული, ისღა დარჩენოდა, თამაში სათადარიგო კალათბურთელებით ჩაემთავრებინა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და მასპინძლებს 3 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ბრუკლინს” პოლ პირსის, დერონ უილიამსის, ანდრეი კირილენკოს, ჯეისონ ტერის და რეჯი ევანსის არყოფნაში, 24 ქულით და 9 მოხსნით ბრუკ ლოპესმა ულიდერა, “ნიუ იორკის” წამყვანმა კალათბურთელმა კარმელო ენტონიმ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 10 მოხსნა.

“ბრუკლინი” 5 მოგებით 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩი კი აუტსაიდერ “მილუოკი ბაქსთან” ელის, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს. მომავალი დაპირისპირება 8 დეკემბრის დილას “ბაქსის” სარბიელზე შედგება.

 

ბრუკლინი – ნიუ იორკი 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

მემფისი – კლიპერსი 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

ჩიკაგო – მაიამი 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:34 | 07.12.2013
rivaldo1010 (482)

Lakers Ra dacva itamasha 4 meotxedshi martalia sacramentostan Mara mainc egre tu gaagrdzeles gaqachaven shors wavlen tan kviras Kobe brundeba imedia formashi... Portlendi magari gundia alldrigi mvpize iqcheba

16:56 | 07.12.2013
tazo_kosta (704)

ჰოვარდი როგორ მოუხდა ჰიუსტონს. არაა გამორიცხული ფინალში ვიხილოთ ეს გუნდი. დაცვას მოუმატეს. ვორიორზს არაფერი გააკეთებინეს საერთოდ. ჰოვარდმა დაიბრუნა ძველი ფორმა.ის კი არა საჯარიმოების ჩაყრა დაიწყო. პარსონსი ძაან მაგარი ბიჭია. ყველაფერს აკეთებს. ჰარდენიც მეორე ნომრებში საუკეთესო სეზონს ატარებს. ჯოუნსიც მეოთხე ნომერზე კარგად ათამაშდა. თან ამ გუნდს ერთ-ერთი საუკეთესოდ შეუძლია პერიმეტრიდან სროლა. ჯერ ადრეა თქმა,მაგრამ პოტენციალი აქვს მინიმუმ ფინალში გავიდეს.

12:52 | 07.12.2013
joa (1081)

ინდიანასთან ერთად დეტროიტი არ დაივიწყოთ ნებისმიერს მოუგებს ბიგმენებით თუ მოინდომებენ
მაგრამ ფინალი ოკს მაიამი მინდა "მეფე" რო მოჭიმონ

20:20 | 06.12.2013
tazo_kosta (704)

chikovansky91

წელს მაიამი ისე ადვლიად რომ ვერ გავა ბოლომდე ეგ ხო ფაქტია. ჯერ აღმოსავლეთი შარშანდელზე ბევრად ძლიერი ინდიანა ჰყავს. დასავლეთზე თქმაც არ არის საჭირო იმდენი კარგი გუნდია. წელს ძაან გაუჭირდებათ. ყველაზე მეტად წელს დაეტყობათ უცენტრობა.

23:00 | 06.12.2013
chikovansky91 (2776)

გეთანხმები )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
აღმოსავლეთში ინდიანას ბარიერი გადალახოს ჰიტმა და დალშე დასავლეთს რამენაირად მივხედავთ

10:50 | 07.12.2013
TheGagenco (143)

მართალია...შარშანდელზე 2 თავით მინიმუმ ძლიერი ინდიანა ჯონსი ყავს და იოლი არაფერი იქნება.
გასათვალისწინებელია მილუოკ ბაქზიც

17:29 | 06.12.2013
chikovansky91 (2776)

joa მაიამის ბოგინი მორჩAო: ))))
არ იუ ქიდინგ მი ? )))) DDDDD
დღეს ფარზე მოხსნები იყო მომეტში 34 -11
რა უბედურებაა )))
ბოშს 2 მოხსნა ჰქონდა ტიპს,ანდერსენიც არ ეგდო )))
იტოგში ოდენი გაზაფხულამდე არც გამოვა, ეგ რო იტვირთებოდეს 20 წუთი გააასწორებდა
უეიდი მალე დაბრუნდეს , თორე გად ა ი ჯვა ჰაინრიხებმა თავზე უკვე

16:53 | 06.12.2013
MU012FC (9145)

ერთი ჟურნალისტი რომ მიამაგროთ ამ ნბა-ის და განხილვები წეროთ ნორმალური არ გინდათ?


თქვე კაი ხალხო, ის მაინც დაწერეთ ვინ რამდენი ქულა ჩააგდო, ცხრილი მაინც დაბეჭდეთ,
ელემენტარულია...
თუ ესეც დიდ შრომას და დროს მოითხოვს?

16:25 | 06.12.2013
geogreece (9768)

ტოკომ მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა უნდა მოუმატოს აშკარად უკვე ზედიზედ მესამე ტამა?სია თოკოს თამაშებს ვუყურებ და სამწამიანსი ვერ შედი კაცი სამწუხაროდ

16:17 | 06.12.2013
cesare (843)

goven
ჩენდლერი მართლა ძლიერია ერთ-ერთი საუკეთესი ლიგაში მის პოზიციაზე. ყველაზე კარგად დალასში ჩანდა დირკი გასაოცარი იყო მაგრამ მაშინ აკრგად გამოჩნდა რა ძალა არის ტაისონი

15:52 | 06.12.2013
dinamo11 (1009)

გაასწორა ბრუკლინს ამდენი ტრამვირებული რო ყავს თოკოს მაგრად ტვირთავენ

15:03 | 06.12.2013
TheGagenco (143)

შემზიზღდა ბრუკლინი რა...ამ ტრანსფერების მერე ასეთი თამაში რავიცირავიცი

14:47 | 06.12.2013
luka_ (206)

რაღა ეხლა მიიღო ზაზამ ტრამვა. კარგი იქნებოდა შენგელია–ფაჩულიას დაპირისპირების ნახვა

14:42 | 06.12.2013
joa (1081)

რაღაც მაიამი არ მომწონს, უშანსოდ აგებს ბოლო ორ მატჩს, ვითომ მორჩა მაგათი ბოგინი ?
ბრუკლინზე რა დავწერო აშკარად კიდი ვერ უძღვება გუნდს სათანადო დონეზე, ან უნდა აცალონ ბოლომდე ან უნდა გაუშვან, მემგონი მაინც ცდა ჯობია

14:42 | 06.12.2013
GOVEN (4940)

ბევრი ჩენდლერს არ აფასაებს, მაგრამ ეხლა გამოჩნდა რამხელა ძალაა გუნდისთვის! ნიუ იორკი ესე დაბლა არ უნდა იყოს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.131163
სარეკლამო ადგილი - 99
X x X