საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ “ბრუკლინ ნეთსის” მაისურით ზედიზედ მე-2 მატჩი ჩაატარა. სხვა საქმეა, რომ “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” საშინაო მატჩში ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 43 წამს ითამაშა და ცხადია, ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
ბრუკლინელებმა ყოჩაღად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მეტოქეს 40 ქულა ჩაუგდეს, თუმცა, დარჩენილ პერიოდებში ჯამში მხოლოდ 58 ქულა მიითვალეს და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან 98:108 დამარცხდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, შენგელია თამაშში მხოლოდ სიმბოლური დროით ჩაერთო და ყველა გრაფაში ნულიანი ჰქონდა, “ნეთსის” მხრიდან ყველაზე შედეგიანი კი შონ ლივინგსტონი იყო 23 ქულით.
აქვე ვთქვათ, რომ გასულ მატჩში ბრუკლინელებს დაუბრუნდნენ პოლ პირსი და კევინ გარნეტი, დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი და ანდრეი კირილენკო კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ისევ უქმად არიან.
“ნეთსს” 3 მოგების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და ატლანტის დივიზიონში მისთვის უჩვეულო ბოლო ადგილზე იმყოფება, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-13 პოზიციაზეა.
21 ნოემბრის დილას შენგელიას კლუბი შარლოტში “ბობქეთსს” ეთამაშება. ამავე დღეს ბრუკლინელთა გამამწარებელი “პორტლენდი” სტუმრად ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” დაუპირისპირდება.
ბრუკლინი – პორტლენდი 98:108 (40:31, 23:25, 15:27, 20:25)
ბრუკლინი: ლივინგსტონი (23 ქ.), გარნეტი (16 ქ. 8 მ.), ჯონსონი (13 ქ.), პირსი (11 ქ.), ევანსი (5 ქ. 9 მ.); ანდერსონი (11 ქ.), ბლატჩი (10 ქ.), ტერი (5 ქ), პლამლი (4 ქ.), ტეილორი, შენგელია.
პორტლენდი: ოლდრიჯი (27 ქ. 8 მ.), მეტიუზი (24 ქ.), ლილარდი (19 ქ. 9 პ.),
ჩიკაგო – შარლოტი 86:81 (26:21, 14:23, 22:15, 24:22)
დალასი – ფილადელფია 97:94 (18:21, 25:26, 31:24, 23:23)
იუტა – გოლდენ სტეიტი 87:98 (19:22, 17:37, 29:19, 22:20)
კლიპერსი – მემფისი 102:106 (20:29, 31:23, 30:29, 21:25)
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 10 | 9 | 0 | 0 | 1 | 957:863 | 0.900 | |
2. | მაიამი | 10 | 7 | 0 | 0 | 3 | 1061:986 | 0.700 | |
3. | ჩიკაგო | 9 | 6 | 0 | 0 | 3 | 846:801 | 0.667 | |
4. | ფილადელფია | 12 | 4 | 1 | 1 | 6 | 1244:1319 | 0.417 | |
5. | ატლანტა | 10 | 6 | 0 | 0 | 4 | 1047:1003 | 0.600 | |
6. | შარლოტი | 11 | 5 | 0 | 0 | 6 | 973:1022 | 0.455 | |
7. | ორლანდო | 10 | 4 | 0 | 1 | 5 | 999:997 | 0.400 | |
8. | ტორონტო | 11 | 4 | 0 | 2 | 5 | 1066:1068 | 0.364 | |
9. | კლივლენდი | 11 | 2 | 2 | 0 | 7 | 1018:1095 | 0.364 | |
10. | ბოსტონი | 11 | 4 | 0 | 0 | 7 | 1036:1075 | 0.364 | |
11. | დეტროიტი | 9 | 3 | 0 | 1 | 5 | 903:934 | 0.333 | |
12. | ნიუ იორკი | 9 | 3 | 0 | 0 | 6 | 849:897 | 0.333 | |
13. | ბრუკლინი | 10 | 2 | 1 | 1 | 6 | 971:1024 | 0.300 | |
14. | ვაშინგტონი | 9 | 1 | 1 | 2 | 5 | 900:941 | 0.222 | |
15. | მილუოკი | 9 | 2 | 0 | 0 | 7 | 812:888 | 0.222 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 10 | 9 | 0 | 0 | 1 | 986:893 | 0.900 | |
2. | პორტლენდი | 11 | 8 | 1 | 0 | 2 | 1154:1095 | 0.818 | |
3. | გოლდენ სტეიტი | 11 | 8 | 0 | 0 | 3 | 1147:1059 | 0.727 | |
4. | ოკლაჰომა სიტი | 10 | 6 | 1 | 0 | 3 | 1042:1021 | 0.700 | |
5. | კლიპერსი | 11 | 7 | 0 | 0 | 4 | 1202:1163 | 0.636 | |
6. | მინესოტა | 11 | 6 | 1 | 0 | 4 | 1193:1102 | 0.636 | |
7. | ჰიუსტონი | 11 | 6 | 1 | 1 | 3 | 1197:1169 | 0.636 | |
8. | დალასი | 11 | 7 | 0 | 0 | 4 | 1163:1130 | 0.636 | |
9. | ფინიქსი | 9 | 5 | 0 | 1 | 3 | 889:862 | 0.556 | |
10. | მემფისი | 11 | 5 | 1 | 0 | 5 | 1049:1069 | 0.545 | |
11. | ლეიკერსი | 12 | 5 | 0 | 0 | 7 | 1193:1246 | 0.417 | |
12. | ნიუ ორლეანი | 10 | 4 | 0 | 0 | 6 | 1007:988 | 0.400 | |
13. | დენვერი | 10 | 4 | 0 | 0 | 6 | 1044:1056 | 0.400 | |
14. | საკრამენტო | 9 | 2 | 0 | 0 | 7 | 837:881 | 0.222 | |
15. | იუტა | 12 | 1 | 0 | 0 | 11 | 1063:1201 | 0.083 |