თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” მორიგი მატჩი მოიგო და ეს, ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. ბრუკლინელებმა “ფილადელფია სიქსერზთან” საშინაო შეხვედრაში მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო რაოდენობის ქულები ჩააგდეს და მეტოქე 130:94 გაანადგურეს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 06:15 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შეაწია. თორნიკემ ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ნეთსის” რიგებში შეუჩერებელი გახლდათ ჯო ჯონსონი, რომელმაც 14-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და საერთო ჯამში, 37 ქულას 7 მოხსნა და 5 პასი წაამატა. საინტერესოა, რომ ჯოს საკლუბო რეკორდამდე ერთადერთი შორეული ტყორცნაღა აკლდა, თუმცა, ბოლო მეოთხედში მოედანზე საერთოდ აღარ გასულა.
“ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ თუკი ერთ სამქულიანსაც ჩავაგდებდი, კლუბის ყველა დროის რეკორდს დავამყარებდი, მაგრამ მე ეს არ მაღელვებდა. სჯობს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიფიქრო და ამასთან, თამაშის შანსი თანაგუნდელებსაც მივცე”, - აღნიშნა ჯონსონმა თამაშის შემდეგ.
ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს ბრუკლინელთა კიდევ ერთი ლიდერი დერონ უილიამსი, რომელმაც 13 ქულა და 13 პასი მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა, ბოსნია-ჰერეცგოვინას ნაკრების ვარსკვლავი მირზა ტელეტოვიჩი კი მოულოდნელად გუნდის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:03 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
“ფილადელფიაზე” ძალიან ცუდად აისახა წამყვანი კალათბურთელის – მაიკლ კარტერ-უილიამსის არყოფნა, რომელიც კანის ინფექციის მოშუშების შემდეგ თამაშს ჯერაც ვერ ახერხებს. ცნობისთვის, კარტერ-უილიამსის საშუალო მონაგარი 17.7 ქულა, 5.8 მოხსნა, 7.3 პასი და 3.1 ჩაჭრაა და იგი სეზონის საუკეთესო ახალბედას ტიტულის უმთავრეს პრეტენდენტად ითვლება.
“სიქსერზის” ლიდერმა უკვე მე-7 მატჩი გამოტოვა, მის არყოფნაში კი გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი სათადარიგო ჯეიმს
“ნეთსმა” 15 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მე-11 ადგილზე აინაცვლა. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 19 დეკემბრის დილას შინ “ვაშინგტონ უიზარდსის” წინააღმდეგ
ბრუკლინი – ფილადელფია 130:94 (32:22, 26:26, 42:25, 30:21)
ბრუკლინი: ჯონსონი (37 ქ. 7 მ.), უილიამსი (13 ქ. 13 პ.), ანდერსონი (13 ქ.), ტელეტოვიჩი (11 ქ.), გარნეტი (9 ქ.); ბლატჩი (20 ქ.), პირსი (14 ქ). ლივინგსტონი (5 ქ.), პლამლი (5 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ.), ტეილორი.
ფილადელფია: იანგი (14 ქ.), როტენი (13 ქ.), ტერნერი (9 ქ.), ტომპსონი (7 ქ.), ჰოვსი (2 ქ. 7 მ.); ანდერსონი (17 ქ.), უილიამსი (10 ქ.), დევისი (9 ქ.), ალენი (7 ქ. 8 მ.), ბრაუნი (6 ქ.).
ბოსტონი – მინესოტა 101:97 (29:21, 22:29, 23:19, 27:28)
მაიამი – იუტა 117:94 (26:20, 21:30, 36:21, 34:23)
ნიუ იორკი – ვაშინგტონი 101:102 (21:26, 21:27, 35:22, 24:27)
ჩიკაგო – ორლანდო 82:83 (14:21, 21:22, 24:24, 23:16)
კლიპერსი –
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 24 | 19 | 1 | 0 | 4 | 2345:2159 | 0.833 | |
2. | მაიამი | 24 | 18 | 0 | 0 | 6 | 2489:2304 | 0.750 | |
3. | ატლანტა | 25 | 12 | 1 | 0 | 12 | 2504:2491 | 0.520 | |
4. | ბოსტონი | 26 | 12 | 0 | 0 | 14 | 2470:2490 | 0.462 | |
5. | დეტროიტი | 26 | 12 | 0 | 3 | 11 | 2599:2623 | 0.462 | |
6. | ვაშინგტონი | 23 | 8 | 2 | 4 | 9 | 2260:2293 | 0.435 | |
7. | შარლოტი | 24 | 10 | 0 | 0 | 14 | 2169:2220 | 0.417 | |
8. | ტორონტო | 22 | 9 | 0 | 2 | 11 | 2167:2163 | 0.409 | |
9. | ჩიკაგო | 23 | 9 | 0 | 2 | 12 | 2097:2125 | 0.391 | |
10. | კლივლენდი | 23 | 7 | 2 | 0 | 14 | 2172:2300 | 0.391 | |
11. | ბრუკლინი | 24 | 8 | 1 | 1 | 14 | 2323:2432 | 0.375 | |
12. | ორლანდო | 25 | 8 | 0 | 2 | 15 | 2425:2529 | 0.320 | |
13. | ნიუ იორკი | 24 | 7 | 0 | 1 | 16 | 2267:2350 | 0.292 | |
14. | ფილადელფია | 26 | 4 | 3 | 1 | 18 | 2641:2891 | 0.269 | |
15. | მილუოკი | 24 | 4 | 1 | 2 | 17 | 2154:2368 | 0.208 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | პორტლენდი | 25 | 19 | 2 | 0 | 4 | 2697:2516 | 0.840 | |
2. | ოკლაჰომა სიტი | 23 | 17 | 2 | 0 | 4 | 2430:2270 | 0.826 | |
3. | სან ანტონიო | 24 | 19 | 0 | 0 | 5 | 2469:2258 | 0.792 | |
4. | კლიპერსი | 26 | 16 | 1 | 0 | 9 | 2707:2571 | 0.654 | |
5. | ჰიუსტონი | 25 | 15 | 1 | 1 | 8 | 2675:2555 | 0.640 | |
6. | ფინიქსი | 23 | 14 | 0 | 1 | 8 | 2359:2307 | 0.609 | |
7. | დენვერი | 23 | 14 | 0 | 0 | 9 | 2349:2295 | 0.609 | |
8. | დალასი | 24 | 14 | 0 | 0 | 10 | 2474:2439 | 0.583 | |
9. | გოლდენ სტეიტი | 25 | 13 | 0 | 2 | 10 | 2575:2512 | 0.520 | |
10. | ნიუ ორლეანი | 22 | 9 | 2 | 0 | 11 | 2265:2247 | 0.500 | |
11. | მინესოტა | 25 | 11 | 1 | 0 | 13 | 2629:2542 | 0.480 | |
12. | ლეიკერსი | 24 | 11 | 0 | 0 | 13 | 2412:2494 | 0.458 | |
13. | მემფისი | 23 | 8 | 2 | 0 | 13 | 2155:2241 | 0.435 | |
14. | საკრამენტო | 22 | 6 | 1 | 1 | 14 | 2189:2244 | 0.318 | |
15. | იუტა | 27 | 5 | 1 | 1 | 20 | 2521:2759 | 0.222 |