კალათბურთი

2:45 | 17.01.2014 | ნანახია 3305 - ჯერ

შენგელიას 2 ქულა და 3 პასი ლონდონურ 8 წუთში

როგორც უკვე ვიუწყებოდით, თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ ნეთსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი მატჩის ჩასატარებლად ლონდონს ეწვია და O2 Arena-ზე ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ატლანტა ჰოუქსი” 127:110 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყდა, ამდენად, ბრუკლინელთა თავკაცმა ჯეისონ კიდმა დასკვნითი წუთები სათადარიგო კალათბურთელებს დაუთმო.

შენგელიამ მოედანზე დასკვნითი 8:01 წუთი გაატარა და უშეცდომოდ გაისარჯა: ერთადერთი ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.

“ნეთსმა” “ჰოუქსი” მოხსნებში 40:28 დაჯაბნა, უფრო მეტად კი პერიმეტრიდან შეტევებით გააწვალა. ბრუკლინელებმა მეტოქეს 16 სამქულიანი ჩაუგდეს, განსაკუთრებით კი თავი ჯო ჯონსონმა გამოიჩინა, რომელმაც 8-დან 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა და ჯამში 29 ქულა მიითვალა.

ჩინებულად გამოიყურებოდა ენდრიუ ბლატჩიც, რომელმაც 20 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა და “ნეთსს” ორმაგი დუბლი შეაწია, ხოლო ატლანტელებს 17-17 ქულით მაიკ სკოტმა და შელვინ მაკმა ულიდერეს.

“ჰოუქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ კორვერმა 8-დან ერთადერთი შორეული სროლა გამოიყენა, თუმცა, ეს, მისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ კორვერი თუნდაც ერთ სამქულიანს ზედიზედ 108-ე მატჩია აგდებს, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია.

აქვე მოგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრას პრემიერლიგაში მოთამაშე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი დაესწრო. მათ შორის: ედენ აზარი, ლუკაშ პოდოლსკი, პერ მერტესაკერი, ლუკაშ ფაბიანსკი, დავიდ ლუიზი, ასმირ ბეგოვიჩი, ედინ ძეკო, დემბა ბა, დარენ ბენტი, სტივ სიდველი, ჯერმეინ დეფო, კლინტ დემპსი, ოლივიე ჟირუ, ნანი, ჯეკ უილშირი, ანდრე შურლე. 

“ბრუკლინმა” 22 მარცხის ფონზე მე-16 გამარჯვება იზეიმა და ატლანტის დივიზიონში მე-2 ადგილზე რჩება, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვეა. “ნეთსი” მომდევნო მატჩს 21 იანვრის დილას ნიუ იორკის “მედისონ სქვერ გარდენში” “ნიქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:53 | 17.01.2014
Becks23 (1117)

მოხიე თოკო მაქიდან და რამე სუსტ გუნდში გადადი სადაც მინიმუმ 25 წუთს მოგცემენ

15:12 | 17.01.2014
giojuve-10 (3743)

ერთი 12 ჭუთი ზედიზედ 4 თამაში მიცენ და ითამაშებს ,10 დან რო ერთხელ ათამაშებ ზნელია რამე ქნას უცებ,საერთოდ ესბრუკლინი ერთერთ ფავორიტად არი მიცნეული და ათამაშდა კიდეც და ზნელია აქ თამაში ესრომ მილუოკში ან იუტასი იყოს მინიმუმ 15-20 ჭუთს სულ ითამაშებდა,მაგრამ არაუსავს ვინც მოიტმენს ის მოიგებსო ნათქვამია...

14:48 | 17.01.2014
deme116 (1520)

თოკოს რამდენჯერაც ბურთი მისცეს იმ სიტუაციიდან მაქსიმუმი გააკეთა

14:43 | 17.01.2014
giojuve-10 (3743)

მიდი სენგელია მხოლოდ ნბა არანაირი ევროპული კლუბიი,მაგარია და აუცილებლად გაიბრწყინებს...

13:40 | 17.01.2014
Kala94 (6114)

თოკო უნდა მოუმატო ! წარმატებები შენი იმედი გვაქვს !

12:13 | 17.01.2014
robo_james (34)

ბიჭები ევროლიგის ოფიციალური საიტი მითხარით

11:33 | 17.01.2014
In vino veritas (2107)

და 3-ზე პირად მწვრთნელს თუ აიყვანს და ამ ზაფხულს დაამუღამებს ურიგო არ იქნება

11:33 | 17.01.2014
In vino veritas (2107)

3 პასი კარგია 8 წუთში, 0 დაკარგვაც, მარა ცოტა მეტი თავდაჯერებულობა და მეტი შეტევა ფარზე

10:35 | 17.01.2014
chikovansky91 (2776)

კაროჩე რა ჯოჯო ვაქე და ვადიდე

10:35 | 17.01.2014
chikovansky91 (2776)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

09:55 | 17.01.2014
murguli (246)

...და ლონდონში რატომ ითამაშეს?

10:28 | 17.01.2014
maldini <3 (2385)

ევროპული ტურნეები აქვთ ამ დროს და მაგიტომ

09:34 | 17.01.2014
maldini <3 (2385)

უშეცდომოდ კარგია, დაუთმოს ხოლმე კიდმაც თუნდაც 8 წუთი ყოველ თამაშზე თოკოს არაფერი არ დაშავდება.

08:51 | 17.01.2014
chelidze (5010)

მიხარია ნეთსის მოგებები და თოკომაც უნდა მოუმატოს

05:27 | 17.01.2014
the mentalist (22583)

ჯო ჯიონსონი როცა ფორმაშია მართლაც შეუდარებელია

05:12 | 17.01.2014
rivaldo-10 (18)

მოუმატა საგრძნობლად ბრუკლინმა და ნიქსმაც , მაგარი თამაში იქნება სკვენ გარდენში

03:37 | 17.01.2014
სავაშა_ (2491)

გღვიძავთ "კამანდა" ?!

03:31 | 17.01.2014
Madrileño (26972)

ჯო ჯონსონი გენიაა რა

02:59 | 17.01.2014
chikovansky91 (2776)

ვაა სტატია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120316