კალათბურთი

1:10 | 3.03.2014 | ნანახია 2805 - ჯერ

შენგელიამ სამი წუთი ითამაშა, “ჩიკაგომ” 10-დან მე-9 მოიგო

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) უკანასკნელი 10 მატჩიდან მე-9 მოიგო და ეს ძალიან იოლად მოახერხა. ჩიკაგოს “იუნაითიდ სენთერში” მასპინძლები “ნიუ იორკ ნიქსს” დაუხვდნენ და 109:89 იმარჯვეს.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე დასკვნით 03:08 წუთს გამოჩნდა და 1 შედეგიანი პასის განხორციელება მოასწრო, შეხვედრის ბედი კი მეტწილად პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “ბულსმა” 37:16 მოიგო.

გასული მატჩი ძალიან წარმატებული გამოდგა ჟოაკიმ ნოასთვის, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა. ფრანგმა კალათბურთელმა 13 ქულა, 12 მოხსნა და კარიერისთვის სარეკორდო 14 პასი მიითვალა.

ჩიკაგოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად შვიდმა მოთამაშემ გადააბიჯა, “ნიქსის” მხრიდან კი ტრადიციულად შედეგიანად მოთამაშე კარმელო ენტონის (21 ქულა) გარდა, ტაისონ ჩენდლერის გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ – 8 ქულა, 22 მოხსნა.

შენგელიას კლუბმა 26 მარცხის წილ 33-ე გამარჯვება იზეიმა და ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზე იმყოფება, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი უკვე მე-3 საფეხურზე გადაინაცვლა. 4 მარტის დილას ჩიკაგოელები თორნიკეს ყოფილ კლუბ “ბრუკლინ ნეთსს” ესტუმრებიან.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:24 | 03.03.2014
Oto. (4710)

მოკლედ რაც შენგელია გადავიდა ათამაშდა ბულსი

18:30 | 03.03.2014
chelidze (5010)

18:00 | 03.03.2014
ogafa (10220)

წარმატებები თორნიკე

12:38 | 03.03.2014
chelidze (5010)

ტოკო წამო ლიბანში ბუს გაუხარდება შენი ნახვა

12:24 | 03.03.2014
Becks23 (1117)

ეე თოკო მანდაც არ გაძლევენ შანს ტოო წადი სადმე სხვა გუნდში სადაც შენ პოზიციაზე არაა დიდი კონკურენცია და მინიმუმ 10-15 წუთი გექნება

13:00 | 03.03.2014
sabonis (9584)

ეჰ მის სურვილზეა არაა დამოკიდებული წასვლა მოსვლა.

11:38 | 03.03.2014
sandrinio10 (1411)

ჯეოსონ კიდი უფრო ენდობოდა. მემგონი ზაზამ იჩალიჩოს და მილუოკში გადაიყვანოს ჯობია. ან ევროპას დაუბრუნდეს სარაგოსაში. ევროპაში თამაში ჯობია 20-25 წუთით ვიდრე ამერიკაში 2-5 წუთით

10:56 | 04.03.2014
buska (1193)

ისიც ხანდახან

11:37 | 03.03.2014
BaBuNa-18 (140)

ეს მაგარი იციან,შენგელიამ 3 წუთი ითამაშა, შენგელიამ წარმოიდგინეთ და ისროლა კიდეც

10:53 | 03.03.2014
chikovansky91 (2776)

1 ასისტი მიითვალა ძმამ,ტიბოდო აუტანელი მასტია რა, მიზერულია იმის შანსები რო თოკო 15 წუთით დაიტვირთოს

10:51 | 03.03.2014
chikovansky91 (2776)

რამდენადაც მ ახსოვს კომენტარი დავტოვე აქ ამ სტატიაზე, ვაფშეგაუქრიათ

09:27 | 03.03.2014
adza (496)

ჰაილაითებს ვუყურე და თუ რამით ჩამოუვარდებოდეს ნოა PG-ებს, მე ვიყო უნამუსო :დ

12:37 | 03.03.2014
chelidze (5010)

ჰო კარგად გაისარჯა

02:50 | 03.03.2014
Madrileño (26972)

ძალიან ტვირთავენ შენგელიას, ასეც არ შეიძლება, ცოტა დაასვენონ :/

02:32 | 03.03.2014
gunsnroses1 (11)

ნოა ძაან მაგარია

02:04 | 03.03.2014
vaso8522 (1669)

ნოა, კარგი რა, მოუმატე ცოტა.

0.12643