კალათბურთი

1:41 | 27.07.2013 | ნანახია 4588 - ჯერ

შენგელია ორ კვირაში დაბრუნდება?

ქართველი ფორვარდის ევრობასკეტზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გადაწყვეტილი ამბავია – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მუხლზე მენისკის ოპერაციას 31 ივლისს გაიკეთებს. იქვე ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებაც ვისაუბრეთ, რომელთა თანახმადაც ქართველი კალათბურთელის მომავალ ევრობასკეტზე თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხული გახლდათ, თუმცა...

სიტუაციას ცვლის თორნიკეს მამის კახა შენგელიას განცხადება, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. ზუსტად რა დრო დასჭირდება ოპერაციის შემდგომ თორნიკეს რეაბილიტაციას, უცნობია, მაგრამ კახა შენგელიას ინფორმაციით, “თოკოს” მოედანზე დაბრუნებას ოპერაციიდან ორ კვირაში ელიან.

მოკლედ, როგორც სჩანს, გარკვეული შანსი, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, კიდევ არსებობს. ამდენად, დაველოდოთ 31 ივლისის ოპერაციას და იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდის კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გამოკლების შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ დიდ დანაკლისს გადაურჩება.


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:40 | 28.07.2013
geogreece (9768)

ცქიტიშვილის ნიჭთან ვერც თოკო მივა და ვერც ზაზა მაგრამ ნიჭი ერთია და მისი გამოყენება მეორე ცქიტო 5 ნომრად იყო დრაფტზე მაიკლ ჯორფ~დანი მეორე ნომრად აირჩიეშ ტვენ ეხლა წარმოიდგინეთ რა დონის უნდა იყო რომ მეხუთე ნომრად გაგამწესონ დრაფტზე,საქმე ის გახლავთ რომ ცქიტოს კონტრაქტი რომ გაუხანგზლივეს და ფული დაინახა მაგრად აუვარდა თავში დაიწყო გულაობა და ამერიკელ ქალებს გაატანა თავისი კარიერაააა

03:28 | 28.07.2013
irakli_kobuleti123 (708)

ბოლო ბოლო რა ხდება, დაბრუნდება თუ ვერაო. სხვა საიტებზე წერია გამოირიცხა თამაშიო..

20:48 | 27.07.2013
Zura Basilashvili (292)

მართალიაა ! ეგ ადრე იყო მენისკზე ლამის მთელ სეზონს რომ ტოვებდნენ და ეხლა ოპერაცციის მერე უკვე ერთ დღეში ფეხზე გაივლის კაცი და მაქსიმუმ ერრთ თვეში სრული დატვირთვით ივარჟიშებს და ითამაშებსს !

20:29 | 27.07.2013
antaress90 (1224)

წარმატებები თოკო გვჭირდები

18:51 | 27.07.2013
gitleri (3645)

ვინმემ არ იცით კალათბურთში მაკედონია უკრაინა როგორ მორჩა?

16:47 | 27.07.2013
majlajuna (1024)

თუ საუბარი მართლა მენისკის ოპერაციაზეა ორ კვირაში მოედანზე დაბრუნება იმას არ ნიშნავს რომ დატვირთვას და თამაშს შეძლებს, ეს გამორიცხულია, რეაბილიტაციას დრო უნდა, თან ისეთი რთული სახსრისას როგორიც მუხლია, მაგრამ იქნებ არც უკეთებენ მენისკის ოპერაციას და ან კისტაა ან სხვა რამე მარტივი და ჩვენმა ჟურნალისტებმა გააბუქეს

16:23 | 27.07.2013
darispani (1002)

33 წლის მაკგრეიდი არ ღირდა ნბა-ში იმ თანხად რასაც ის იტხოვდა. მისი მატარებელი უკვე ჩავლილი იყო, სტატისტიკა აღარ უვარგოდა და ამიტომაც დათანხმდა სარფიან ჩინურ წინადადებას. ცქიტო ძალიან ცდილობდა ნბა-ში დარჩენას, მაგრამ მინიმალური კონტრაქტიც კი არავინ შესთავაზა. ევროპაში, საშუალო კლუბშიც კი ვერ მოიკიდა ფეხი. ირანი და შემდეგ ლიბანი.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცქიტო ნბას ყველაზე დიდი იმედგაცრუების სიის მეორე თუ მესამე ადგილზეა.

16:09 | 27.07.2013
aruza (49)

ვასო მოდი გენაცვალე დავანებოთ თავი ამ კრიტიკას თოკოე ეს არ უვარგა და ის არ უვარგა ყველას აქვს რაგაც ნაკლი

15:06 | 27.07.2013
vaso8522 (1669)

მაკგრეიდი რო ჩინეთში თამაშობდა ნბა-ს ყველა მოტამაშე ჯობდა? რა შუაშია ეგ, მაგარი უაზრო ლოგიკაა, როცა კონკრეტულ მოთამაშეებს ადარებ. გამოცდილება აქვს, ბოლობოლო დადგება და ისვრის, მაგაზე უკეთესი სროლის პროცენტი რომელს აქვს? თოკოს რო სროლა არ უვარგა ყველამ ვიცით, ერთადერთი სამწამიანში შესვლა აქვს კარგი

14:42 | 27.07.2013
darispani (1002)

vaso8522
ცქიტოს ამხელა უპირატესობა რპმ ქონდეს თოკოსთან შედარებით, მაშინ ლიბანის ჩემპიონატში არ გამოვიდოდა

14:58 | 27.07.2013
khvad0 (583)

შენგელია ცქიტოს ასაკის რომიყოს ნბა ში ნაღდად არიქნებოდა )))

14:18 | 27.07.2013
vaso8522 (1669)

დიდი დანაკლისია, მაგრამ ფაჩულიაზე არ ყოფილა ამდენი გოდება და ტირილი და ამაზე წუხს ხალხი, ზაზას არ ყავს სრულფასოვანი შემცვლელი, ვერ მოთამაშის მხრივ და ვერც ფსიქოლოგიაში, გუნდის სული და გულია, თოკო ჯერ არაა იმდენად გამოცდილი და ძლიერი, რომ მასზე წყდებოდეს გუნდის ბედი, სკიტა პირადად მე ბევრად მირჩევნია, ერტი პლიუსი აქვს შენგელიას მასთან, სწრაფია, თორემ ნიკა სროლაც კარგი აქვს, სიმაღლითაც ჯობს და ფიზიკურადაც

12:26 | 27.07.2013
gia7777 (121)

იმედი არ გამოგვაკლდება თოკო

11:56 | 27.07.2013
gruzin (401)

მოდი და იმკითხავე ეხლა რომელს დაუჯეროო.stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/52822-evrobasketze-thornike-shengelias-thamashi-gamoirickha.html')>0?' http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/52822-evrobasketze-thornike-shengelias-thamashi-gamoirickha.html':' http://sportall.ambebi.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/52822-evrobasketze-thornike-shengelias-thamashi-gamoirickha.html'))

11:51 | 27.07.2013
ben10 (575)

მიდი თოკოო

11:17 | 27.07.2013
gio juve italia (41)

მიდი თოკო გამოჯამრთელდი

11:14 | 27.07.2013
მადრიდისტა (17021)

თოკო ძალიან საჭიროა ნაკრებისთვის და დიდი ძალა მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ფასად რომ ოპერაცია გაირთულოს და ვერ ნაკერებს გამოადგეს და შემდგომში პრობლემებიც შეექმნას. თოკოს გარეშეც გვექნება შანსი და ასე უიმედოდ არ უნდა ვიყოთ
1 ხუთეული: ჰიკმანი მარკოიშვილი სანიკიძე ცქიტიშვილი შერმადინი
2 ხუთეული: ცინცაძე ჰიკმენი მარკოიშვილი სანიკიძე ცქიტიშვილი
ამათ 5-5 წუთით სხვები შეცვლიან და მართალია 6-7 კაცზე ვიქნებით ძირითადად დამოკიდებული მაგრამ შანსი მაინც არის

10:46 | 27.07.2013
rajo (386)

ერთხელ უკვე ვთქვი მენისკის ოპერაცია არარის რთული, მაქსიმუმი რეაბილიტაცია ერთი თვეა. თვითონ ოპერაციას ნახევარი საათიი სჭირდება. მუხლიდან სითხე უნდა ამოუღონ. ორ ნახვრეტს გაუკეთებენ და ეგაა. თან ნარკოზის გარეშე ადგილობრივი ანესთეზიით.

10:08 | 27.07.2013
qinqi (31)

ევრობასკეტამდე თვეზე მეტია თუ ორ კვირაში ექნება ვარჯიშის დაწყების უფლება იქამდე ფორმაშიც შევა და ჯანმრთელიც იქნება, მიდი თოკო შენი იმედი გვაქვს.. თოკომ თუ აიწყვიტა მარტოს შეუძლია თამაშის მოგება

08:40 | 27.07.2013
belmondo (369)

კარგი ინფორმაციაა თორნიკე ნაკრებს მაგრად სჭირდება მითუმეტეს ფაჩულია არ გვეყოლება ევრ ბასქეტზე.

08:51 | 27.07.2013
buska (1193)

მაგრად ჭირდება ჯანმრთელი და არა ახალი ნაოპარაციები ,

08:04 | 27.07.2013
bbbbbb (2031)

კარგია რომ ითამაშოს მაგრამ გარისკვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.თუ ბოლომდე ჯანმრთელად არ იქნება არ უნდა ითამაშოს. ჯვარი სწერია, მაგრამ ეხლა რომ სერიოზული ტრანვა მიიღოს მაგის ამერიკული კარიერა დასრულდება

08:48 | 27.07.2013
buska (1193)

მართალი ხარ არაფრით არ შეიძლება ორ კვირაში დატვირთვით ვარჯიში და მითუმეთეს თამაში ერთი ევროპის ჩემპიონატისთვის ასე გარისკვა როცა წინ უამრავი ელის.

08:01 | 27.07.2013
gio_gio (1843)

აუ ჯერ ზაზა და ახლა ტოკოც რომ გამოგვაკლდეს მართლა გაგვიჭირდება რა თან ძალიან გაგვიჭირდება იმედია ღმერთი გადმოგვხედავს და თოკო შძლებს თამაშს, ეს მისი განვითარებისთვისაც ძAლიან კარგი ტურნირია

06:30 | 27.07.2013
David Tetrokalashvili (2)

dartsmunebuli var rom operacia msubuqi da shedegiani iqneba.tokos sulier simkhneves vusurveb rac akhla schirdeba. astrologiit mas dzalian tsarmatebuli dro udgeba.

03:43 | 27.07.2013
geogreece (9768)

თოკო შენ უნდა ითამაშო თოკო თორემ მაარი დარხეული გვაქ

02:49 | 27.07.2013
vala (131)

ღმერთო ისმინე ჩვენი ვედრება და შენგელია მალე გამოგვიჯანმრთელე გთხოოოოვ.

02:25 | 27.07.2013
chixladze (63)

თოკო შენი იმედი გვაქვს, იმედია მოასწრებ გამოჯამრთელებას და ევროპაზე ჩვენ სამშობლოს დაეხმარებიიი!!!

02:08 | 27.07.2013
kizhoo (651)

დავაიიიიიიიიი

01:52 | 27.07.2013
gogila (3886)

მე როგორც ვიცი არ არის ეს ოპერაცია ძალიან რთული გადასატანი და გამიკვირდა ყველამ რომ გამორიცხა უკვე თოკოს თამაში.... ვნახოთ ვნახოთ ღმერთი ჩვენსკენ

01:50 | 27.07.2013
gogila (3886)

თოკოოოოოოოოოოოოოო !!!!!!!!!!!!!!!!!!!

01:50 | 27.07.2013
ambako (2432)

კი დაგვზაფრეთ და...

0.124701