ნბა-ს განვითარების ლიგაში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” დაუბრუნდა და “ტორონტო რეპტორზთან” წაგებულ შეხვედრაში (80:96) დასკვნით 03:42 წუთს ითამაშა.
ბრუკლინელები კანადას 5 მოგებით ზურგგამაგრებულნი ესტუმრნენ, რომელშიც “ოკლაჰომა სიტისთან” და ”მაიამისთან” საამაყო გამარჯვებებიც შედიოდა, თუმცა, “ეარ კანადა სენთერში” 20 ათასამდე ქომაგის მიერ შეგულიანებულ “რეპტორზთან” ვეღარაფერი გააწყვეს.
ტრავმების გამო, “ნეთსმა” ამჯერადაც ვერ დაიხმარა ლიდერები – კევინ გარნეტი, ბრუკ ლოპესი და დერონ უილიამსი, მათ არყოფნაში კი გუნდს პოლ პირსმა (15 ქულა), ალან ანდერსონმა (13) და ჯო ჯონსონმა (11) ულიდერეს.
როგორც აღვნიშნეთ, შენგელია მოედანზე ბოლო წუთებზე გამოჩნდა და ორქულიანი შეტევა ზუსტად დაასრულა, პასივში კი ერთადერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველის დარად, “ნეთსმა” განვითარების ლიგიდან ტაიშუან ტეილორიც დაიბრუნა, რომელიც 8 წუთში უქულოდ დარჩა.
“ბრუკლინს” 15 მოგება და 22 მარცხი გააჩნია და ატლანტის დივიზიონში – მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 17 იანვრის დილას ჯორჯიაში ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “
ამასობაში, თავად საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ტრავმის გამო 4 დეკემბრის შემდეგ უქმადაა, ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა, თუმცა, მის მოედანზე დაბრუნებას ჯერაც არ უნდა ველოდეთ. “ბაქსის” მთავარი მწვრთნელის ლარი დრიუს განცხადებით, ქართველი ცენტრის სრულად მომჯობინებას კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება.
ფაჩულიას არყოფნაში კი, “მილუოკიმ” მორიგი მატჩი ოკლაჰომა სიტიში ფავორიტად შერაცხულ “სანდერთან” ჩაატარა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ უიმედო მარცხი განიცადა – 85:101.
სტუმრებს სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფაჩულიას გარდა, ვერც კერონ ბატლერი, ჯონ ჰენსონი, გარი ნილი, ნეტ უოლტერსი და კარლოს დელფინო დაეხმარნენ, ამდენად, დრიუ ფონს გასვლას მხოლოდ 9 კალათბურთელით შეეცადა.
“ბაქსის” პრობლემებს ისიც დაერთო, რომ უკვე 06:30 წუთის თავზე გუნდის ძირითადმა ცენტრმა, არცთუ რბილი ხასიათით ცნობილმა ლარი სანდერსმა სტივენ ადამსს იდაყვი მიარტყა და თამაშიდან დაითხოვეს. ამ ფონზე მილუოკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები ო ჯეი მაიო და ლუკ რიდნური იყვნენ 16-16 ქულით, გიანის ანტეტოკოუნმპომ კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 13 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.
“ბაქსს” 7 მოგების წილ უკვე 29-ე მარცხი მოუგროვდა და მთელს ლიგაში უარეს გუნდად რჩება. ფაჩულიას კლუბი შემდეგ შეხვედრას 14 იანვრის დილას სწორედ იმ “
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ერთგვარი ბიზნესია-ახლა იყიდის რამდენიმე გუნდს იაფად და მერე როცა ძლიერ გუნდებად აქცევს დიდ ფასად გაყიდის (ყველა ვხედავთ როგორ არიან გაცხოველებული ინგლისურ გუნდებზე არაბები).
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
4 გუნდს რო მიხედვა უნდა არ იცი?
იმენა მაფიოზია რამგარ ზმანზეა ხოლმე თამაშებზე
) ეს და ძამპარინი კიდე პალერმოსი ორი ავადმყოფი,რა ჯანდაბათ გინდათ ჩელსიში კავანი,ცოტა ხანში ლუკაკუ ყველაზე მაგარი ფროვარდი იქნება
მართლა ავადმყოფია ეს კაცი
კავანი გამოუშვას ჩელსიში
არა და კრისტალ პალასი მომწონდა, ამან ახლა ზაჰას დაბრუნებაზე უნდა დაიწყოს ჩალიჩი? -_-
D
აუუუუუ ეს რა თქვიიიი ?? მიშას რომ არ უყვარს ეხლა კახა თავს ჩამოიხრჩობს ასიანი !! DDD
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!