ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ორმა ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა. თუკი “მილუოკი ბაქსის” წევრ ზაზა ფაჩულიას მოედანზე ხანგრძლივი პერიოდით ყოფნას უკვე შევეჩვიეთ, ნამდვილად სასიამოვნო გახლდათ საქმეში თორნიკე შენგელიას ხილვა, რომელიც “ბრუკლინ ნეთსს” ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა.
ბრუკლინელები ლოს ანჯელესში “კლიპერსს” ლამის მე-2 შემადგენლობით ეწვივნენ. “ნეთთს” ტრავმების გამო ძირითადი ხუთეულის 4 წევრი – დერონ უილიამსი, ბრუკ ლოპესი, პოლ პირსი და კევინ გარნეტი და ასევე სამარქაფო ანდრეი კირილენკო აკლდა. სწორედ ამიტომ, ბრუკლინელებმა შენგელია განვითარების ლიგის წევრ “სპრინგფილდ არმორიდან” კიდევ ერთხელ დააბრუნეს და კალიფორნიელთა წინააღმდეგ 8:13 წუთი დაუთმეს.
ქართველმა ფორვარდმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, სამჯერ დაჯარიმდა, აქტივში კი ერთადერთი პასი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სოლიდური დანაკლისისა, ბრუკლინელებმა ფავორიტად შერაცხულ “კლიპერსს” სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ბოლო მეოთხედის წინ სტუმრები მხოლოდ 1 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა, ბოლოს მაინც “გატყდნენ” – 103:110.
“ნეთსის” რიგებში საუკეთესო ენდრიუ ბლატჩი გახლდათ 19 ქულით დსა 8 მოხსნით, 19 ქულა ჰქონდა გუნდის ახალბედა მეისონ პლამლისაც, შენგელიასთან ერთად დ-ლიგიდან დაბრუნებულმა ტაიშუან ტეილორმა 15:16 წუთში 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინელმა მირზა ტელეტოვიჩმა 10:04 წუთში თამაშიდან 7-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და ორ ქულას დასჯერდა.
ლოს ანჯელესელთა რიგებში ტრადიციულად გუნდის ლიდერები გამოირჩნენ. ბლეიკ გრიფინმა 30 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, დეანდრე
“ბრუკლინ ნეთსს” 3 მოგებით და 6 მარცხით ატლანტის დივიზიონში ბოლო ადგილი უკავია, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-13 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბრის დილას შინაურ კედლებში “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღმოსავლეთ კონფერენციაში უკანასკნელ ადგილზე რჩება ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი”, რომელმაც შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “ოკლაჰომა სიტი სანდერსთან” 79:92 წააგო და 2 გამარჯვების წილ 7 მარცხი მოუგროვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლო პერიოდია ძალიან აქტურია და უკანასკნელ ორ შეხვედრაში მეტოქის ფარს ერთბაშად 27-ჯერ (!) შეუტია, ცუდი კი ის გახლავთ, რომ მხოლოდ 5 ტყორცნა გამოიყენა. ოკლაჰომელთა წინააღმდეგ ზაზამ მოედანზე 36:40 წუთზე გაატარა და 7 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ფაჩულიამ 12-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი სამჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაუფარეს და ასევე 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
საინტერესოა, რომ დიდი შესვენებისთვის მილუოკელები მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (40:40) გახლდათ დაფიქსირებული, თუმცა, მე-2 ტაიმში კევინ დიურანტის (24 ქულა), რასელ უესტბრუკის (26 ქულა) და სერჟ იბაკას (15 ქულა, 20 მოხსნა) წინამძღოლობით, “სანდერმა” ყველაფერი თავის ადგილას დააყენა.
მასპინძელთა რიგებში 22 ქულით საუკეთესო ო ჯეი მაიო იყო, ხოლო ეკპე უდომ კი 11-11 ქულა-მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ისიც ვთქვათ, რომ “ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ სხვადასხვა მიზეზთა გამო კვლავ ვერ დაიხმარა კერონ ბატლერი, ერსან ილიასოვა, ბრენდონ ნაიტი, კარლოს დელფინო და ლარი სანდერსი.
ფაჩულიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 21 ნოემბრის დილას შინ “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის” წინააღმდეგ