თორნიკე შენგელიას და ტაიშუან ტეილორის “ბრუკლინ ნეთსიდან” “სპრინგფილ არმორში” მოგზაურობას ბოლო არ უჩანს. შეგახსენებთ, რომ ბრუკლინელებისთვის “არმორი” განვითარების ლიგაში ერთგვარ ფარმ-კლუბს წარმოადგენს და კალათბურთელებს, რომელთაც ნბა-ში დიდად ვერ ტვირთავს, ქვედა დონეზე ხშირ-ხშირად გზავნის.
მიმდინარე სეზონში შენგელია და ტეილორი “სპრინგფილდში” უკვე მეორედ გაუშვეს და ეს ამჯერადაც “ნეთსის” გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გამოაცხადა. პირველად აღნიშნული გასული წლის 21 დეკემბერს მოხდა და მაშინ თორნიკემ და ტაიშუანმა “არმორში” ორ-ორი მატჩი ჩაატარეს.
ხსენებულ შეხვედრებში ქართველი ფორვარდის საშუალო მონაგარი 17.0 ქულა და 5.0 მოხსნა გახლდათ. მათ შორის იყო “მეინ რედთან” მოგებული მატჩიც (93:74), როდესაც თოკომ თამაშიდან 13-დან 7 ტყორცნა გამოიყენა და 23 ქულით გუნდის ბომბარდირი გახდა.
ისიც ვთქვათ, რომ “ბრუკლინის” მაისურით შენგელიამ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 8.4 წუთში მისი საშუალო მონაგარი 1.4 ქულა და 0.9 მოხსნა გახლდათ.
“სპრინგფილ არმორს” მომდევნო მატჩი 8 იანვარს