კალათბურთი

16:00 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია და ფაჩულია ისევ უქმობენ

დიურანტის სუპერსერია თორმეტ მატჩამდე ავიდა


ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგმა სათამაშო დღემაც ქართველთა გარეშე ჩაიარა. თორნიკე შენგელიას მოედანზე გასვლის საშუალება ამჯერადაც “ჩიკაგოს” მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო არ მიეცა, ხოლო ზაზა ფაჩულია, მართალია, სრულფასოვნად ვარჯიშს შეუდგა, მისი მყის განაცხადში შეყვანას მილუოკელები მაინც მოერიდნენ.

“ბულსი” სან ანტონიოს სტუმრობდა და “სპურზთან” სასახელო გამარჯვება იზეიმა – 96:86. საინტერესოა, რომ ჩიკაგოელთა თავკაცმა ტომ ტიბოდომ სულ 9 კალათბურთელი დატვირთა და მათგან შვიდმა მინიმუმ 10 ქულა ჩააგდო. ამასთან, კარლოს ბუზერმა (16 ქულა, 12 მოხსნა) და ჯოაკიმ ნოამ (10 ქულა, 10 მოხსნა) ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხეს.

ტონი პარკერის და ტიმ დანკანის შედეგიანმა თამაშმა ვერ იხსნა “სპურზი” ზედიზედ მე-3 მარცხისგან. ფრანგმა გამთამაშებელმა 20 ქულას 6 პასი წაამატა, ამერიკელი ვეტერანი ფორვარდის მონაგარი კი 17 ქულა და 12 მოხსნა იყო.

“ჩიკაგომ” 22 წაგების წილ 23-ე გამარჯვება იზეიმა და კვლავ დადებით ბალანსზე გავიდა. შენგელიას კლუბს ცენტრალურ დივიზიონში “ინდიანა პეისერზის” კვალად მე-2 ადგილი უკავია, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი უკვე მე-5 პოზიციაზეა. 

გაცილებით უარესად აქვს საქმე ფაჩულიას “ბაქსს”, რომელმაც 8 მოგების ფონზე 37-ე მარცხი განიცადა და ორივე კონფერენციაში ერთად აღებული, ლიგის უარეს გუნდად რჩება.

მილუოკელები ამჯერად “ფინიქს სანზს” დაუხვდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით აგებდნენ, რისი აღმოფხვრაც რთული საქმე აღმოჩნდა. საბოლოოდ, 126:117 სტუმართა სასარგებლოდ.

“სანზის” მაისურით სლოვენიელმა მცველმა გორან დრაგიჩმა გაიბრწყინა 30 ქულით, “ბაქსს” კი, შესაბამისად, 27 და 24 ქულით თურქმა ფორვარდმა ერსან ილიასოვამ და ამერიკელმა უკანახაზელმა ბრენდონ ნაიტმა ულიდერეს.

არ იქნება ორიოდ სიტყვა კევინ დიურანტის ბრწყინვალე სერიაზეც რომ არ ვთქვათ, რომელიც ზედიზედ 12 მატჩია მინიმუმ 30 ქულას აგდებს და ტრეისი მაკგრეიდის სუპერშედეგამდე სულ ცოტაღა უკლია. ამ უკანასკნელმა 2002-03 წლების სეზონში მინიმუმ 30 ქულა მიჯრით 14 შეხვედრაში მიითვალა, რაც დღემდე ნბა-ს საუკეთესო მაჩვენებლად რჩება.

საინტერესოა, რომ დიურანტმა საკუთარი სერია ლიგის მოქმედ ჩემპიონ “მაიამი ჰითთან” განაგრძო, მისმა “სანდერმა” კი მოულოდნელად იოლი გამარჯვება (112:95) იზეიმა. ფლორიდელებს ვერ საკუთარი ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსის გარჯამ უშველათ, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, თუმცა, “ჰითმა” წარმატებული საწყისი პერიოდის (30:21) შემდეგ, სამივე მეოთხედი დათმო და სეზონში მე-13 მარცხი განიცადა.

 

ტორონტოორლანდო 98:83 (33:20, 22:20, 25:25, 18:18)

ტორონტო: ლოური (33 ქ. 7 მ. 11 პ.), ჯონსონი (22 ქ. 11 მ.), ვალანჩიუნასი (14 ქ. 15 მ.), როსი (12 ქ. 8 მ.), ვასკესი (6 ქ. 6 პ.); ნოვაკი (6 ქ.), სელმონსი (3 ქ.), ჰეიესი (2 ქ. 7 მ.), სტოუნი, ჰენსბრო.

ორლანდო: ვუჩევიჩი (16 ქ. 10 მ.), ნელსონი (13 ქ.), ოლადიპო (12 ქ.), აფლალო (10 ქ.), დევისი (5 ქ.); მური (9 ქ.), ჰარისი (9 ქ. 11 მ.), ო’ქუინი (6 ქ. 4 დ.), ჰარკლესი (3 ქ.), ნიკოლსონი.

 

მაიამი – ოკლაჰომა სიტი 95:112 (30:21, 20:34, 25:36, 20:21)

მაიამი: ჯეიმსი (34 ქ.), ბოში (18 ქ. 9 მ.), უეიდი (15 ქ.), ჩალმერსი (4 ქ. 8 პ.), ბატიე (3 ქ.); ანდერსენი (8 ქ. 7 მ.), ბიზლი (6 ქ.), ალენი (5 ქ.), დუგლასი (2 ქ.), კოული, ლუისი, ჰასლემი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (33 ქ. 7 მ.), იბაკა (22 ქ. 8 მ.), ჯეკსონი (9 ქ.), სეფოლოშა (9 ქ. 6 ჩ.), პერკინსი; ლემბი (18 ქ.), ფიშერი (15 ქ.), კოლისონი (3 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ადამსი.

 

ბოსტონი – ფილადელფია 94:95 (26:23, 21:30, 24:21, 23:21)

ბოსტონი: სალინჯერი (24 ქ. 17 მ.), გრინი (18 ქ.), ბასი (11 ქ.), პრესი (2 ქ.), უოლესი (1 ქ. 8 მ.); ჰამფრისი (13 ქ. 9 მ.), ბეილესი (10 ქ.), ოლინიკი (9 ქ.), ჯონსონი (6 ქ.).

ფილადელფია: ჰოვსი (20 ქ. 8 მ.), ტერნერი (16 ქ. 8 პ.), იანგი (16 ქ.), ანდერსონი (13 ქ.), კარტერ-უილიამსი (10 ქ. 7 პ.); როტენი (8 ქ.), ტომპსონი (4 ქ.), დედმონი (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.), ალენი (2 ქ.).

 

მილუოკი – ფინიქსი 117:126 (19:28, 31:34, 34:29, 33:35)

მილუოკი: ილიასოვა (27 ქ.), ნაიტი (24 ქ. 8 პ.), მიდლტონი (17 ქ.), ჰენსონი (9 ქ.), ადეტოკუმბო (6 ქ.); სენდერსი (14 ქ. 9 მ.), უოლტერსი (11 ქ.), ბატლერი (9 ქ.), რიდნური.

ფინიქსი: დრაგიჩი (30 ქ. 6 პ.), გრინი (23 ქ.), ფრაი (13 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტაკერი (3 ქ. 7 მ.); მარკუს მორისი (16 ქ.), მარკიფ მორისი (13 ქ.), ბარბოზა (7 ქ.), ლენი (7 ქ. 10 მ.), სმიტი (6 ქ. 6 პ.).

 

მინესოტა – ნიუ ორლეანი 88:77 (23:16, 24:19, 20:27, 21:15)

მინესოტა: ლავი (30 ქ. 14 მ.), მარტინი (18 ქ.), რუბიო (5 ქ. 6 პ.), ტურიაფი (4 ქ. 8 მ.), ბრიუერი (3 ქ.); კანინგემი (12 ქ.), ბარეა (10 ქ. 6 პ.), მბა ა მუტე (3 ქ.), ბადინგერი (3 ქ.), ჯენგი.

ნიუ ორლეანი: ამინუ (18 ქ. 12 მ.), გორდონი (14 ქ.), რობერტსი (9 ქ.), აჟინკა (4 ქ.), სტიემსმა (3 ქ. 12 მ.); ევანსი (11 ქ.), რივერსი (8 ქ.), მოროუ (7 ქ.), უიტი (3 ქ.), მილერი.

 

დალასი – ჰიუსტონი 115:117 (30:32, 27:31, 28:28, 30:26)

დალასი: ნოვიცკი (38 ქ. 17 მ.), კალდერონი (8 ქ.), ელისი (6 ქ.), მერიონი (6 ქ. 7 მ.), დალემბერტი (2 ქ.); კარტერი (22 ქ.), ჰარისი (14 ქ.), ბლეირი (13 ქ.), რაიტი (6 ქ.), კრაუდერი.

ჰიუსტონი: პარსონსი (26 ქ.), ჰოვარდი (21 ქ.), ლინი (18 ქ. 7 მ. 7 პ.), ჯონსი (16 ქ.), ბევერლი (11 ქ.); მოტეიუნასი (12 ქ. 13 მ.), ბრუკსი (11 ქ.), კასპი (2 ქ.), ბრიუერი.

 

დენვერი – შარლოტი 98:101 (21:32, 31:21, 23:22, 23:26)

დენვერი: ფოი (33 ქ. 7 პ.), ჩენდლერი (9 ქ.), ჰიკსონი (7 ქ.), ფარიდი (6 ქ.), რობინსონი; ფურნიე (19 ქ. 6 პ.), მოზგოვი (15 ქ. 14 მ.), არტური (7 ქ.), მილერი (2 ქ.), ჰემილტონი.

შარლოტი: ჯეფერსონი (35 ქ. 11 მ.), სეშნსი (16 ქ. 7 პ.), ჰენდერსონი (16 ქ. 8 მ.), კიდ-გილკრისტი (8 ქ.), მაკრობერტსი (4 ქ.); დუგლას-რობერტსი (6 ქ.), პარგო (5 ქ.), ზელერი (4 ქ.), ბიიომბო (4 ქ. 9 მ.), ტოლივერი (3 ქ.).

 

სან ანტონიო – ჩიკაგო 86:96 (15:21, 21:19, 25:28, 25:28)

სან ანტონიო: პარკერი (20 ქ. 6 პ.), დანკანი (17 ქ. 12 მ.), დე კოლო (8 ქ.), ჯეფერსი, ეირსი; მილსი (12 ქ.), ბელინელი (11 ქ.), ჯოზეფი (8 ქ.), დიაო (4 ქ.), ბეინსი (4 ქ.), ბონერი (2 ქ.).

ჩიკაგო: ბატლერი (19 ქ.), ბუზერი (16 ქ. 12 მ.), ოგასტინი (15 ქ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (10 ქ. 10 მ. 8 პ. 4 დ.); გიბსონი (15 ქ.), ჰაინრიხი (11 ქ.), სნელი, მოჰამედი.

 

საკრამენტო – მემფისი 89:99 (24:25, 22:23, 17:21, 26:30)

საკრამენტო: ტომასი (24 ქ.), გეი (23 ქ.), ტომპსონი (6 ქ. 7 მ.), გრეი (4 ქ.), ტორნტონი (2 ქ.); უილიამსი (8 ქ.), ლენდრი (8 ქ. 9 მ.), მაკლემორი (6 ქ.), ფრედეტი (4 ქ.), ეისი (4 ქ.).

მემფისი: კონლი (27 ქ. 10 პ.), რენდოლფი (18 ქ. 7 მ.), გასოლი (12 ქ.), პრინსი (9 ქ.), ლი (4 ქ.); მილერი (11 ქ.), დევისი (6 ქ.), კალატესი (4 ქ.), ჯონსონი (4 ქ.), კუფოსი (4 ქ.).

 

კლიპერსი – ვაშინგტონი 110:103 (30:31, 32:20, 19:23, 29:29)

კლიპერსი: გრიფინი (29 ქ. 9 მ.), რედიკი (20 ქ.), კოლისონი (16 ქ. 9 პ.), ჯორდანი (14 ქ. 17 მ.), ბარნსი (4 ქ.); კროუფორდი (21 ქ.), დადლი (5 ქ.), თურქოღლუ (1 ქ.), გრინი, ჰოლინზი.

ვაშინგტონი: ბილი (20 ქ.), უოლი (19 ქ. 11 პ.), ნენე (14 ქ. 8 მ. 6 პ.), არიზა (13 ქ. 6 პ.), გორტატი (8 ქ.); სერაფინი (10 ქ. 7 მ.), უებსტერი (9 ქ.), ბუკერი (6 ქ.), ტემპლი (4 ქ.), პორტერი.

 

ატლანტა – დეტროიტი გადაიდო უამინდობის გამო

 

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 44 33 2 0 9 4344:3969 0.795
2. მაიამი 45 30 2 2 11 4684:4450 0.711
3. ტორონტო 45 23 1 3 18 4467:4351 0.533
4. ატლანტა 44 20 3 1 20 4498:4456 0.523
5. ჩიკაგო 45 21 2 2 20 4177:4174 0.511
6. ვაშინგტონი 45 20 2 5 18 4444:4474 0.489
7. ბრუკლინი 43 18 2 2 21 4188:4294 0.465
8. შარლოტი 47 18 2 2 25 4421:4567 0.426
9. დეტროიტი 45 18 0 3 24 4488:4627 0.400
10. ნიუ იორკი 45 16 2 1 26 4346:4459 0.400
11. კლივლენდი 45 12 4      2      27      4323:4557      0.356
12. ფილადელფია      46      11      4 1 30 4654:5038 0.326
13. ბოსტონი 48 14 1 0 33 4540:4746 0.313
14. ორლანდო 47 12 0 4 31 4513:4798 0.255
15.    მილუოკი 45 7 1 5 32 4127:4569 0.178


დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 47 35 2 0 10 4962:4601 0.787
2. პორტლენდი 46 30 3 0 13 4986:4757 0.717
3. სან ანტონიო 46 32 1 0 13 4782:4455 0.717
4. კლიპერსი 48 31 2 1 14 5101:4805 0.688
5. ჰიუსტონი 48 30 1 1 16 5042:4878 0.646
6. ფინიქსი 45 27 0      2      16      4725:4570      0.600
7. გოლდენ სტეიტი      46      26      1 2 17 4764:4572 0.587
8. დალასი 47 26 0 1 20 4893:4829 0.553
9. მემფისი 44 22 2 1 19 4218:4200 0.545
10. მინესოტა 45 22 1 1 21 4775:4562 0.511
11. დენვერი 44 22 0 0 22 4570:4535 0.500
12. ნიუ ორლეანი 45 17 2 0 26 4510:4591 0.422
13. იუტა 45 15 1 1 28 4273:4551 0.356
14. ლეიკერსი 46 16 0 1 29 4627:4879 0.348
15.    საკრამენტო 45 13 2 2 28 4584:4712 0.333
0.113794