თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსის” წევრი ოფიციალურად გახდა და “ხარების” ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ჩიკაგოური კლუბის ვებ-გვერდი იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ “ბრუკლინ ნეთსის” და “ჩიკაგოს” გარიგების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, გუშინ კი ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა.
შედეგად, ქართველი ფორვარდი “ბულსის” რიგებში ჩაირიცხა, ხოლო “ნეთსმა” “ხარების” უკვე ექს-მცველი მარკიზ ტიგი შეიმატა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში შენგელიამ “ბრუკლინის” მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 1.5 ქულს აგროვებდა, ტიგს კი 19 შეხვედრაში საშუალოდ 2.4 ქულა ჰქონდა.
“ჩიკაგოს” მომდევნო მატჩი 23 იანვრის დილას კლივლენდში “კავალიერსთან”