კალათბურთი

14:14 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია “ბრუკლინს” უთამაშებლად დაუბრუნდა

მორიგი მატჩები ჩაატარეს ნბა-ში მოთამაშე ქართველ კალათბურთელთა გუნდებმა, თუმცა, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია მოედანზე ისევ ვერ ვიხილეთ.

ტრავმირებული ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შარლოტში “ბობქეთსს” დაუპირისპირდა და მართალია, პირველი ტაიმი 33:17 მოიგო, საბოლოოდ, დამატებით დროში 110:111 დამარცხდა. საინტერესოა, რომ “ბაქსმა” მიმდინარე სეზონში უკვე მე-6 ოვერტაიმი ითამაშა და ხუთ მათგანში მარცხი განიცადა.

რაც შეეხება შენგელიას, იგი განვითარების ლიგის ბინადარ “სპრინგფილდ არმორიდან” ისევ “ბრუკლინ ნეთსში” დაბრუნდა, თუმცა, “ინდიანა პეისერზთან” წაგებულ საშინაო შეხვედრაში (86:103) მონაწილეობა არ მიუღია.

გასულ მატჩში ისევ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩი, თუმცა, 30:25 წუთში ხუთივე სამქულიანი ააცილა და 8 ქულას დასჯერდა.

ამასობაში, “მაიამი ჰითის” მცველი დუეინ უეიდი და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი ნბა-ს გასული კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

ფლორიდელებმა კვირის განმავლობაში სამივე მატჩი მოიგეს, უეიდის საშუალო მონაგარი კი 26.3 ქულა გახლდათ, ამასთან, იგი თამაშიდან 56%-ანი სიზუსტით ესროდა.

ოთხივე მატჩში გამარჯვება მოახერხეს კალიფორნიელებმა, ხოლო გრიფინი საშუალოდ 26.0 ქულას, 11.3 მოხსნას და 3.3 პასს აგროვებდა.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას ელ ჰორფორდი (“ატლანტა”), კემბა უოკერი (“შარლოტი”), სტივენ კარი (“გოლდენ სტეიტი”), კრის პოლი (“კლიპერსი”), კევინ დიურანტი, რასელ უესტბრუკი (ორივე – “ოკლაჰომა სიტი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), კაილი ლოური (“ტორონტო”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

 

შარლოტი – მილუოკი 111:110 ოტ. (17:33, 35:21, 26:24, 23:23, 10:9)

შარლოტი: ჯეფერსონი (26 ქ. 9 მ.), უოკერი (25 ქ. 9 მ. 10 პ.), ტოლივერი (12 ქ.), მაკრობერტსი (9 ქ.), ჰენდერსონი (8 ქ. 6 პ.); ზელერი (12 ქ. 7 მ.), სეშნსი (8 ქ.), გორდონი (6 ქ.), ბიიომბო (4 ქ.), დუგლას-რობერტსი (1 ქ.).

მილუოკი: ნაიტი (26 ქ. 8 მ. 14 პ.), მიდლტონი (19 ქ.), ადეტოკუმბო (12 ქ.), ბატლერი (11 ქ.), რადულიცა (8 ქ.); მაიო (14 ქ. 9 მ.), ჰენსონი (14 ქ. 9 მ. 6 დ.), უოლტერსი (4 ქ.), იუდო (2 ქ.), რიდნური.

 

კლივლენდი – დეტროიტი 92:115 (18:28, 22:30, 24:31, 28:26)

კლივლენდი: ირვინგი (21 ქ. 7 პ.), ტომპსონი (17 ქ.), ჯი (7 ქ.), მაილზი (6 ქ.), ბაინემი (7 მ.); ზელერი (13 ქ.), დელავედოვა (10 ქ. 6 პ.), ბენეტი (7 ქ.), კლარკი (6 ქ.), ფელიქსი (3 ქ.), ვარეჟაო (2 ქ.), ჯეკი, კარასიოვი.

დეტროიტი: სმიტი (25 ქ. 8 მ.), ჯენინგსი (21 ქ. 13 პ.), დრამონდი (14 ქ. 11 მ.), მონრო (11 ქ. 11 მ.), კოლდუელ-პოუპი (4 ქ.); სტაკი (14 ქ. 5 ჩ.), დატომე (13 ქ.), სინგლერი (10 ქ. 8 მ.), ბილაფსი (3 ქ.), ჰარელსონი.

 

ორლანდო – ნიუ იორკი 98:103 (27:29, 14:36, 35:19, 22:19)

ორლანდო: აფლალო (26 ქ.), დევისი (20 ქ. 7 მ.), ნელსონი (17 ქ. 8 მ. 10 პ.), ჰარისი (14 ქ. 7 მ.), ვუჩევიჩი (14 ქ. 12 მ.); ოლადიპო (3 ქ.), ჰარკლესი (2 ქ.), მაკსიელი (2 ქ.), ლემბი, ნიკოლსონი.

ნიუ იორკი: ენტონი (19 ქ.), ფელტონი (13 ქ.), ბარნიანი (13 ქ.), ჩენდლერი (10 ქ. 13 მ.), შამპერტი (9 ქ.); ჯეი არ სმიტი (18 ქ. 10 მ.), უდრიჰი (10 ქ. 6 პ.), სტაუდმაიერი (6 ქ.), ჰარდუეი (5 ქ.).

 

ბრუკლინი – ინდიანა 86:103 (17:19, 22:26, 19:30, 28:28)

ბრუკლინი: ჯონსონი (17 ქ.), გარნეტი (12 ქ.), უილიამსი (9 ქ. 8 პ.), ტელეტოვიჩი (8 ქ.), ანდერსონი (5 ქ.); ტერი (11 ქ.), ბლატჩი (11 ქ. 7 მ.), პლამლი (7 ქ.), ლივინგსტონი (6 ქ.), ტერი.

ინდიანა: სტივენსონი (26 ქ. 7 მ.), ჯორჯი (26 ქ.), უესტი (13 ქ.), ჰილი (10 ქ.), ჰიბერტი (8 ქ. 9 მ.); უოტსონი (8 ქ.), მაინმი (7 ქ.), სკოლა (5 ქ. 9 მ.), სლოუნი, ჯონსონი, ბატლერი, გრეინჯერი, კოუპლენდი.

 

მაიამი – ატლანტა 121:119 ოტ. (33:23, 17:31, 27:30, 34:27, 10:8)

მაიამი: ჯეიმსი (38 ქ. 8 მ. 6 პ.), ალენი (19 ქ.), ჩალმერსი (12 ქ.), ბოში (11 ქ. 4 დ.), ბატიე; ანდერსონი (12 ქ. 9 მ.), ბიზლი (10 ქ. 7 პ.), მეისონი (8 ქ.), ლუისი (6 ქ.), კოული (5 ქ.).

ატლანტა: ტიგი (26 ქ. 8 პ.), მილსეპი (25 ქ. 10 მ.), ჰორფორდი (21 ქ. 11 მ.), კორვერი (15 ქ.), კეროლი (8 ქ.); უილიამსი (9 ქ.), სკოტი (8 ქ.), ბრენდი (4 ქ.), მაკი (3 ქ. 7 პ.), ანტიჩი.

 

ჰიუსტონი – დალასი 104:111 (26:20, 31:30, 21:36, 26:25)

ჰიუსტონი: ჰოვარდი (29 ქ. 15 მ.), პარსონსი (21 ქ.), ლინი (20 ქ.), ჯონსი (10 ქ.), გარსია (3 ქ. 6 პ.); ბრუკსი (18 ქ.), კასპი (3 ქ.), ბრიუერი.

დალასი: ნოვიცკი (31 ქ.), ელისი (18 ქ.), კალდერონი (15 ქ.), დალემბერტი (8 ქ. 7 მ.), მერიონი (4 ქ.); კარტერი (16 ქ.), კრაუდერი (11 ქ.), რაიტი (6 ქ.), მეკელი (2 ქ.).

 

მემფისი – იუტა 104:94 (27:21, 26:27, 24:23, 27:23)

მემფისი: რენდოლფი (22 ქ. 10 მ. 7 პ.), კუფოსი (10 ქ. 7 მ.), ჯონსონი (9 ქ. 4 დ.), კონლი (6 ქ.), ალენი (6 ქ.); ბეილესი (17 ქ.), მილერი (15 ქ.), ლეუერი (11 ქ.), დევისი (8 ქ.), ფრენკლინი.

იუტა: ბერკი (18 ქ.), ჯეფერსონი (18 ქ.), ჰეივორდი (16 ქ. 11 მ. 9 პ. 4 დ.), ფეივორსი (16 ქ.), უილიამსი (8 ქ.); ევანსი (8 ქ.), ლუკასი (6 ქ.), ბერკსი (4 ქ.), რაში, კანტერი.

 

სან ანტონიოტორონტო 112:99 (25:26, 30:23, 23:23, 34:27)

სან ანტონიო: პარკერი (26 ქ. 8 პ.), ლენარდი (13 ქ. 10 მ.), დანკანი (9 ქ. 12 მ. 4 დ.), სპლიტერი (8 ქ. 7 მ.), ბელინელი (4 ქ.); ჯინობილი (18 ქ.), გრინი (14 ქ.), დიაო (9 ქ.), მილსი (7 ქ.), ეირსი (4 ქ.), დე კოლო, ბონერი, ბეინსი.

ტორონტო: ლოური (23 ქ. 9 პ.), როსი (23 ქ.), დეროზანი (13 ქ. 7 მ.), ვალანჩიუნასი (10 ქ. 9 მ.). ჯონსონი (7 ქ. 8 მ.); ჰენსბრო (10 ქ.). პატერსონი (7 ქ.), ვასკესი (6 ქ.), სელმონსი, ნოვაკი, ჰეიესი.

 

დენვერი – გოლდენ სტეიტი 81:89 (22:30, 21:17, 23:17, 15:25)

დენვერი: ლოუსონი (16 ქ.), მოზგოვი (14 ქ. 11 მ.), ჩენდლერი (10 ქ.), ჰიკსონი (7 ქ. 8 მ.), ფოი (1 ქ.); მილერი (14 ქ. 8 პ.), რობინსონი (13 ქ.), რენდოლფი (4 ქ.), არტური (2 ქ.), ჰემილტონი.

გოლდენ სტეიტი: ლი (28 ქ. 10 მ.), კარი (14 ქ. 7 პ.), ტომპსონი (13 ქ.), იგუდალა (12 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 11 მ.); სპეიტსი (8 ქ.), ბეიზმორი (5 ქ.), გრინი (3 ქ.), ბარნსი (2 ქ.), ნედოვიჩი, დუგლასი, არმსტრონგი.

 

ფინიქსი – ლეიკერსი 117:90 (28:24, 36:27, 26:17, 27:22)

ფინიქსი: პლამლი (17 ქ. 20 მ.), ბლედსოუ (16 ქ. 11 მ. 7 პ.), დრაგიჩი (12 ქ. 7 პ.), ფრაი (7 ქ. 8 მ.), ტაკერი (4 ქ.); გრინი (22 ქ.), მარკუს მორისი (19 ქ.), მარკიფ მორისი (9 ქ. 7 მ.), გუდვინი (5 ქ.), სმიტი (2 ქ.), კრისტმასი (2 ქ.), კრავცოვი (2 ქ.).

ლეიკერსი: მიკსი (18 ქ.), ჰენრი (13 ქ.), გასოლი (10 ქ.), ჯონსონი (9 ქ.), უილიამსი (7 ქ.); იანგი (19 ქ.), ჰილი (7 ქ.), კელი (3 ქ.), საკრე (3 ქ.), კამანი (1 ქ.), მარშალი.

 

საკრამენტო – ნიუ ორლეანი 100:113 (27:28, 25:24, 25:25, 23:36)

საკრამენტო: კაზინსი (24 ქ. 14 მ.), ტომასი (21 ქ.), გეი (11 ქ.), მაკლემორი (3 ქ.), ტომპსონი; ტორნტონი (19 ქ.), ფრედეტი (9 ქ.), უილიამსი (7 ქ.), ეისი (6 ქ.), გრეი.

ნიუ ორლეანი: დევისი (21 ქ. 11 მ.), ჰოლიდეი (17 ქ. 10 პ.), გორდონი (17 ქ.), ამინუ (13 ქ. 8 მ.), ანდერსონი (8 ქ.); ევანსი (25 ქ. 12 პ.), რობერტსი (6 ქ.), აჟენკა (6 ქ.), მოროუ, მილერი, ამუნდსონი.

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 28 22 1 0 5 2762:2502 0.821
2. მაიამი 27 20 1 0 6 2829:2620 0.778
3. ატლანტა 28 14 1 1 12 2865:2804 0.536
4. ტორონტო 26 10 1 3 12 2581:2585 0.423
5. შარლოტი 29 12 2 0 15 2680:2713 0.483
6. ვაშინგტონი 25 10 2 4 9 2479:2499 0.480
7. დეტროიტი 30 14 0 3 13 3024:3051 0.467
8. ბოსტონი 29 12 0      0      17      2754:2809       0.414
9. ჩიკაგო 26 10      0 2 14 2386:2425 0.385
10. კლივლენდი 27 7 3 0 17 2578:2745 0.370
11. ნიუ იორკი 27 8 1 1 17 2564:2644 0.333
12. ბრუკლინი 27 8 1 2 16 2636:2769 0.333
13. ორლანდო 28 8 0 2 18 2705:2823 0.286
14. ფილადელფია       28      4 4 1 19 2868:3127 0.286
15. მილუოკი 28 5 1 5 17 2592:2806 0.214


 დასავლეთ კონფერენცია

1. პორტლენდი 28 21 2 0 5 3035:2859 0.821
2. ოკლაჰომა სიტი 27 20 2 0 5 2853:2662 0.815
3. სან ანტონიო 28 22 0 0 6 2893:2673 0.786
4. კლიპერსი 29 18 2 0 9 3047:2873 0.690
5. ფინიქსი 27 17 0 1 9 2803:2712 0.630
6. ჰიუსტონი 29 17 1 1 10 3083:2971 0.621
7. დალასი 28 16 0 1 11 2906:2866 0.571
8. გოლდენ სტეიტი      29      16      0      2      11      2972:2873      0.552
9. დენვერი 27 14 0 0 13 2713:2704 0.519
10. მინესოტა 28 12 1 1 14 2956:2875 0.464
11. ლეიკერსი 28 13 0 0 15 2785:2896 0.464
12. ნიუ ორლეანი 26 10 2 0 14 2673:2669 0.462
13. მემფისი 27 10 2 0 15 2537:2623 0.444
14. საკრამენტო 27 7 1 1 18 2691:2798 0.296
15. იუტა 31 7 1 1 22 2874:3148 0.258
0.117788