კალათბურთი

2:02 | 6.09.2014 | ნანახია 3117 - ჯერ

შენგელია 6 კვირა ვერ ითამაშებს

 საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ახალი სეზონში ესპანური “ლაბორალ კუჩას” მაისურით ითამაშებს, ახალ კლუბს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შენგელია 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უნგრეთთან თბილისურ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. ვიტორიაში ჩასულ ქართველ ფორვარდს მუხლქვეშა მყესის დაჭიმულობა დაუდგინეს, რაც თვენახევრიან უქმობას ნიშნავს.

“ლაბორალ კუჩას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შენგელია კლუბის ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რათა თორნიკე მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩადგეს.

ცნობისთვის, შენგელიას გუნდმა პირველი მოსამზადებელი მატჩი უკვე გამართა და “გიპუზკოა ბასკეტთან” 52:67 წააგო, მომდევნო თამაში კი 9 სექტემბერს გიორგი შერმადინის და ვიქტორს სანიკიძის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ელის.

ესპანური საკალათბურთო ლიგა სტარტს 5 ოქტომბერს იღებს, ბასკური კლუბი კი პირველ ტურში სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშება. რაც შეეხება ევროლიგას, აქ “ლაბორალ კუჩა” საწყის მატჩს, 15 ოქტომბერს შინ, ლიტვურ “ნეპტუნასთან” გამართავს.

სამწუხაროდ, შენგელია უეჭველად დააკლდება ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას, რომელიც 26-27 სექტემბერს შედგება და ბასკების გარდა, ტიტულისთვის “რეალი”, “ბარსელონა” და “ვალენსია” იბრძოლებენ.

ქართველს ვერ ვიხილავთ ახალ ევროამერიკული თასისთვის ბრძოლაშიც, რომლის ეგიდითაც “ლაბორალ კუჩა” სამხრეთ ამერიკაში ჩავა და 19 და 21 სექტემბერს, შესაბამისად, ურუგვაულ მონტევიდეოში და არგენტინულ მარ დე პლატაში, “აგუადას” და “პენაროლს” გაეჯიბრება.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:50 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

ბოლოში კი გაიბრძოლა, მარა გვიან გამოიღვიძა ხორვატიამ.

21:42 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

ხორვატია ნახე რას შვება, წამოეწია

21:27 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

მიიღო საფრანგეთმა გადამწყვეტი უპირატესობა

18:42 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

ამერიკა მექსიკის ყურებას პირველივე წუთებიდან დაეკარგა აზრი DDDDDDDDDDDDDD

18:59 | 06.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ჯგუფშიც, №7 ფარიდი ფარიდან უშანსო ბურთებს როგორ ხსნის მაგარია.

23:30 | 06.09.2014
chelidze (5010)

ფარიდის ატანა არ მაქ.ჯერ რას გავს.მერე თავი ძაან ჯორდანი გონია ისეთი ამაყი ტენის ხოლმე..მაგას ისევ მკგიი ჯობია

18:57 | 06.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აშშ ჯგუფში მექსიკის დონის ნაკრებები ყავდა, მოსალოდნელი იყო.

20:06 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია საფრანგეთი ხორვატია იქნება ბრძOლა.

18:04 | 06.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

USA
MEXIKO

17:48 | 06.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

თორნიკეს სიჯანსაღე.

16:48 | 06.09.2014
პანტელეიმონი (4347)

თოკოს მალე გამოჯამრთელებას და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ.

16:25 | 06.09.2014
frivwork (54)

stripslashes((strlen('http://mystrategygames.org')>0?'http://mystrategygames.org':'http://mystrategygames.org'))
0?'>http://mystrategygames.org':'>http://mystrategygames.org'))
0?'>http://mystrategygames.org':'>http://mystrategygames.org'))
0?'>http://mystrategygames.org':'>http://mystrategygames.org'))

13:19 | 06.09.2014
deme2222 (1418)

მთავარია ტრამვა მალე მოირჩინოს, რაც შეეხება სუპერთასს კარგიცაა ჩემი აზრით რომ გამოტოვებს ეხლა სანამ გუნდს მიეჩვევა. მაგათთან თამაში ისედაც ბევრჯერ მოუწევს
წარმატებები ჯიგარო

13:14 | 06.09.2014
Gocha_Chetkoevi (54)

!

10:24 | 06.09.2014
chelidze (5010)

ძაან სამწუხაროააა.მალე გამოჯანმრთელდი თოკო

08:27 | 06.09.2014
the mentalist (22583)

მალე გამოჯამრთელებას გისურვებ თოკო,წარმატებები

05:54 | 06.09.2014
Madrileño (26972)

ცუდია, არადა რეალთან და ბარსასთან მაინტერესებდა

03:01 | 06.09.2014
BEERTRANCE (97819)

დასანანია, იმედია თოკოს აღარ შეაწუხებს ტრავმები.

02:42 | 06.09.2014
3 სავანელი (1199)

ცუდია

0.122751