ჩოგბურთი

9:20 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შემაჯამებელის რეპეტიცია პარიზში

 პარიზის “მასტერზ1000”-ის მესამე წრეში რეიტინგსიის ლიდერმა რაფა ნადალმა პოლონელ იეჟი იანოვიჩს 7:5, 6:4 მოუგო და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის მსვლელობისას მალიორკელმა 3 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა.

პარიზის შეჯიბრების მეოთხედფინალში ის მოთამაშეები გავიდნენ (ესპანელი რაფა ნადალი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი დავიდ ფერერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, შვეცარიელები როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა, აგრეთვე ფრანგი რიშარ გასკე), რომლებიც ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებენ. ეს გათამაშება 1970 წლიდან ტარდება და პირველად მოხდა, როდესაც პარიზის მასტერზის მეოთხედფინალისტთა სია შემაჯამებელი ასპარეზობისას მთლიანად დაემთხვა.

პარიზის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხვდებიან

ფედერერი – დელ პოტრო

ვავრინკა – ჯოკოვიჩი

ნადალი – გასკე

ფერერი – ბერდიხი 

0.112483