ფეხბურთი

15:14 | 2.09.2014 | ნანახია 0 - ჯერ

შეი გივენი: “ვგრძნობ, ჯერ ბოლო სიტყვა არ მითქვამს”

“ვგრძნობდი, რომ ბოლო სიტყვა კიდევ არ მითქვამს” – განაცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში შეი გივენმა, რომელმაც საერთაშორისო კარიერის განახლება და ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში თამაში კვლავ გადაწყვიტა.

ევრო-2012-ზე ჯგუფიდან ირლანდიის ვერგასვლის შემდეგ, გივენმა განაცხადა, რომ წავიდა ნაკრებიდან, რომლის რიგებში 125 მატჩი ჩაატარა. თუმცა, ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმა გამოცდილი მეკარე კვირას ევრო-2016-ის შესარჩევში თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის გამოიძახა. სხვათა შორის, 62 წლის ონილისთვის, ეს ირლანდიელთა თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური თამაში იქნება.

 “ირლანდიის ნაკრებში დაბრუნება განსაკუთრებული მოვლენაა. მინდა ვთქვა, რომ მეორე დებიუტი მელის” – აღნიშნა გივენმა, რომელმაც ირლანდიელთა რიგებში პირველად 1996 წელს რუსეთთან ითამაშა.

“უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ჯერ ბოლო სიტყვა არ მითქვამს. ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ შემიძლია დავეხმარო. ბოლო თვეების განმავლობაში მარტინ ონილთან ერთი-ორჯერ ვისაუბრე, მაგრამ მან მხოლოდ შაბათს დამირეკა, როდესაც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივდიოდი. წარმოუდგენლად გახარებული ვარ, რომ ნაკრებში კვლავ გამომიძახეს”- დაამატა ბირმინგემის “ასტონ ვილას” მეკარემ.

მისი თქმით, განვლილ პერიოდში, ყოველივე რაც საერთაშორისო მატჩებს ახლავს არ ჰყოფნიდა. ის შეეცდება კარში ადგილი ქართველებთან სტუმრად გასამართი დუელისთვის დაიბრუნოს.

“მართლაც მენატრებოდა ნაკრების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის შესაძლებლობა. ეს ყოველივე მაკლია და მხოლოდ წარსულს ვიხსენებ. გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი ცდა ღირს. მსურს რამდენიმე მატჩი ჩავატარო და ნაკრებს დავეხმარო” – თქვა გივენმა.

თეგებიშეი გივენი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:36 | 06.05.2015
gagimarjos (433)

გიორგობას გილოცავთ! რაგინდათ ძმაო,თქვა ამ კაცმა რო ტოპ იგროკების ტრანსფერებს ვაპირებო და ასრულებს სიტყვას.არსენალს ვერ უშველის არსენა.ვიდრე გლეიზერები ეყოლებათ პატრონად არსენალი იქნება ფულის საბეჭდი მანქანა,არადა უსმანოვს ქონდა დიდი გეგმები ამ გუნდთან მიმართებაში მაგრამ ვინ მიუშვა.

21:27 | 06.05.2015
stoikovich (5984)

და ამით აპირებს პრემიერლიგის მოგებას?

21:07 | 06.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ვენგერ აბა შენიცი ცენზურავ აავსე გუნდი ასეთი ცენზურებით.

0.06907