ფეხბურთი

14:52 | 13.06.2013 | ნანახია 907 - ჯერ

“შახტარმა” ბრაზილიის ნაკრების მცველი იყიდა

უკრაინულმა გრანდმა დონეცკის “შახტარმა”, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფერნანდო შეიძინა. ამის შესახებ, უკრაინული პრესა იუწყება.

21 წლის ნახევარმცველმა დონეცკელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფერნანდოს სანაცვლოდ “გრემიუ” “შახტარისგან” 11 მილიონ ევროს მიიღებს.

ფერნანდო “გრემიუში” 2009 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისური მას 6-ჯერ მოურგია.


თეგებიფერნანდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083537
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
907