დონეცკის "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა განაცხადა, რომ "ილიჩივეცში" განათხოვრებული ქართველი ფეხბურთელების საკითხში ჯერ ვერ ჩაერევა.
"ოქრიაშვილი და თარგამაძე იჯარით იმყოფებიან "ილიჩივეცში". სანამ ისინი მარიუპოლის კლუბში არიან, ჩვენ მათ პრობლემებსა და საკითხებს არ შევეხებით. მოკლედ, "შახტარი" ამ სიტუაციაში ჩარევას არ აპირებს".
როგორც იცით, ორივე ქართველი "შახტარის" საკუთრებაა და დონეცკურ კლუბს ერთ თვეში მაინც მოუწევს მათი საკითხის განხილვა.