საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სრული შემადგენლობით გაემგზავრება. მეშვიდე ლიცენზია ცოტა ხნის წინ ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ორი შეხვედრის მოგებით მეოთხედფინალში გავიდა. მისმა უშუალო კონკურენტები: ლატვიელი დენის კოზლოვსი და ებრაელი გოლან პოლაკი კი მერვედფინალში ჩარჩნენ. შავდათუაშვილი მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგსიის მეორეადგილოსან რუსს, ალიმ გადანოვს დაეჭიდება.
ამავე წონაში ოლიმპიური ნორმატივის შესასრულებლად ბრძოლას შალვა ქარდავაც აგრძელებს. მისი მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი დავიდ ლაროში იქნება.
60 კილოგრამში მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი და ამირან პაპინაშვილიც წაუგებლად მიიწევენ წინ. შუკვანი მეოთხედფინალში სომეხ ჰოვანეს დავთიანს დაუპირისპირდება, ხოლო პაპინაშვილი – ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს.
ოთარ მაღლაკელიძე







