ძიუდო

18:24 | 27.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

შავდათუაშვილის მსუბუქი სტარტი

 

ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ადვილი გამარჯვებით დაიწყო. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჩრდილოკორეელ იონგ სიკ ჩოეს ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე – ორი იოკო ილეთად აუღო, იპონი კი პასიურობისთვის მიცემული შიდოებით აუგროვა.

მეთექვსმეტედფინალში შავდათუაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2010 და 2011 წლებში) უზბეკის – რიშოდ სობიროვისა და ბრიტანელი კოლინ ოუტსის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ოუტსს იგი ლონდონის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში შეხვდა და ოქროს დროში შებოჭა.

 



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 14.08.2013
manutd86 (250)

რა მანჩე წადი ისევ ანჟიში

20:50 | 14.08.2013
nika-man (1456)

მოაშორეთ ეს არ დამანახოთ მანჩეში

20:35 | 14.08.2013
cvitni (519)

გადააშენეთ მანდედან ...

18:48 | 14.08.2013
სავაშა__ (6590)

აღარ სჭირდება ამას გრანდები , ფულის შოვნის დრო დადგა )

18:48 | 14.08.2013
kyra (651)

ეს მანჩესტერი ხო ყველათი ინტერესედება და ვერავის ყიდულობს რა

0.067043