ლონდონის ოლიმპიური თამაშების და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ახალ წონით კატეგორიაში დასამკვიდრებლად ბრძოლას იწყებს. ინფორმაცია, რომელიც ძიუდოს სამყაროში ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გავრცელდა, სპორტსმენმა ოფიციალურად ახლაღა დაადასტურა. საქართველოს ნაკრები სეზონის პირველი ინდივიდუალური ტურნირისთვის – პარიზის გრან სლემისთვის ემზადება. შეჯიბრება 8-9 თებერვალს უნდა გაიმართოს, მაგრამ შავდათუაშვილი ფრანგულ განაცხადში არაა.
“უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს პირველ ტურნირს დიუსელდორფში (გრან პრი 21-23 თებერვალი) ვიჭიდავებ. გერმანიაშიც და შემდგომ შეჯიბრებებზეც მხოლოდ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვალ. ამჟამად 77 კილოგრამი ვარ და 66-ში დაკლება თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ახალ წონაში დამკვიდრება და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ამისთვის თავს არ დავზოგავ. ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარე და უკვე ნაკრებთან ერთად, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ” – უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა “მსოფლიო სპორტს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი ფოტოა!!!
წელს გაუჭირდება, მემრის ვნახოთ.
73-ში რეხვიაშვილიც მაგარია და ტატალაშვილიც და გაუჭირდება აშკარად...
რა მოიმატე ამნაირი,რა ჭამე
წარმატებები ლაშა !
ნაკრების შემადგენლობა პარიზის "დიდი მუზარადი"-სთვის: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
შავდათუაშვილი ამ ტურნირს გამოტოვებს და დიუსელდორფში იჭიდავებს. თუშიშვილი კი ტაველურთან ერთად შეკრებაზე ნასვამი მივიდა და ორივე დისკვალიფიცირებულია.
stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/?video_id=2240242')>0?'http://www.myvideo.ge/?video_id=2240242':'http://www.myvideo.ge/?video_id=2240242')) ამაზე იკაიფეეეეეეთ,აეეეე