ძიუდო

22:28 | 21.06.2014 | ნანახია 6518 - ჯერ

შავდათუაშვილი ოქრომდე ტრავმამ არ მიუშვა

 

ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ახალ წონით კატეგორიაში – 73 კილოგრამში გადასვლის შემდეგ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის – გრან პრის ფინალში მეორედ იჭიდავა და ისევ ვერცხლს დასჯერდა. მარტის ბოლოს, თბილისში გამართულ ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელ ნუგზარ ტატალაშვილთან დამარცხდა. დღეს კი, ბუდაპეშტში, მიზნამდე უიღბლობამ არ მიუშვა – მეოთხე წუთის ბოლოს, მაშინ, როცა მეტოქეს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვს შიდოთი უგებდა, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში უხერხულად დაეცა და არათუ შეხვედრის გაგრძელება, დაჯილდოვების ცერემონიალზე გასვლაც ვერ შეძლო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის განცხადებით, მიზეზი ფეხის ტრავმაა, მაგრამ კონკრეტულად რა სახის და სიმძიმის, ამას უკვე ექიმები იტყვიან.

ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ტურნირი აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვის ძლევით გახსნა – მეტოქეს ბეჭებზე გასაკრავად ორწუთნახევარი აკმარა. უნგრელ გიულა პალს იუკოთი გასცდა. მეოთხედფინალში, ფრანგ პიერ დუპრას იუკოთი ჩამორჩენა ვაზარით შემოუტრიალა. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კი პარიზის წლევანდელი გრან სლემის მომგებ მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს წუთი და 40 წამი აკმარა. დროის ამ მონაკვეთში ლაშამ ოლიმპიურ (2004 წელს, 60 კილოგრამში) და მსოფლიოს (2009 წელს, 66 კილოგრამში) ჩემპიონს ყველა შეფასების ილეთი აუღო: იუკო, ვაზარი და იპონი.

უნგრული გრან პრის ფინალში საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილიც გავიდა, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე მასაც ერთი ნაბიჯი დააკლდა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე პაპინაშვილი საკმაოდ ადვილად მივიდა – ოთხივე მეტოქეს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. პირველ წრეში პოლონელი გრჟეგორჟ ვიესზორეკი სამ წუთში, სუფთა გდებით ჩამოიშორა. უკრაინის ნაკრების წევრ გევორქ გევორქიანს ორ წუთში ოთხი გაფრთხილება მიაღებინა. ყაზახ იერკებულან კოსაიევს პირველსავე წუთზე ვაზარი გდებით შეუსრულა. სულ რაღაც ნახევარ წუთში კი მეორე ვაზარი შებოჭვით აართვა. ნახევარფინალში კი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას ასევე ოთხი შიდოთი გასცდა, ოღონდ იქამდე იუკოს შესრულებაც მოასწრო.

ფინალში პაპინაშვილი უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს შეხვდა. მე-4 წუთამდე თანაბარი ბრძოლა იყო, ვიდრე ტაკატომ ხელში არ აიტაცა და სუფთა გდება არ შეუსრულა.

ამირან პაპინაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლებთან ერთად 180-180 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. 73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილმა კი ბრინჯაო და 120 ქულა იკმარა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რეხვიაშვილმა ნახევარფინალში, ვიქტორ სკვორტოვთან წაგების გამო დაკარგა. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე შებოჭვით იმარჯვა.

ამ შეხვედრამდე რეხვიაშვილმა სამი მეტოქის ძლევა მოასწრო: პირველ წრეში ფინელ ეეტუ ლაამანენს 2 წუთსა და 23 წამში სუფთად მოუგო. ესპანელ ხავიერ რამირესსა და უკრაინელ სერგეი დრებოტს კი უილეთო შეხვედრებში გაფრთხილებებით სძლია. რეპეშაჟის ფინალში კი პიერ დუპრა მესამე წუთის მიწურულს შებოჭა.

66 კილოგრამში მოჭიდავე შალვა ქარდავას წილისყრაში არ გაუმართლა – სატურნირო ბადეში პირველ ნომრად განთესილი გიორგი ზანთარაიას სიახლოვეს მოხვდა და რეპეშაჟში სწორედ მასთან წაგების შემდეგ გადაერთო. ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და უკრაინის ნაკრების წევრმა უილეთო შეხვედრაში ერთით ნაკლები შიდოს ხარჯზე მიაღწია საწადელს.

ზანთარაიასთან დაჭიდებამდე ქარდავამ ბელარუსი ვაე ტუტხალიანისა და ფრანგი ადრიენ ბურგუნიონის იპონ-იპონ ძლევა მოასწრო. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ ჰოლანდიელ ხუნიორ დეგენს გასცდა იუკოთი, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადასთან შეხვედრის მიწურულს გაშვებული ვაზარით წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ამავე წონაში კიმონო მინდია ლილუაშვილმაც მოირგო. წარმატებითაც დაიწყო – რუმინელ რემუს ლაზეას იუკოთი გასცდა მაგრამ მერვედფინალში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორთან, ბელარუს დიმიტრი შერშანთან 4 წუთში 2-ჯერ დავარდა ვაზარზე და გრან პრის გამოეთიშა.

ლილუაშვილის დარად, ლუხუმ ჩხვიმიანიც საწყის ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს – პირველსავე წრეში, ფრანგ სოფიან მილუსთან ვაზარით და 2 იუკოთი წააგო.

ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ტატამზე 6 ძიუდოისტი გავა. მათ შორის ნაკრების გამოცდილი წევრი ლევან წიკლაურიცაა, რომელსაც ტრავმიანობის გამო თითქმის ორი სეზონი გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უნგრული ტურნირით ბრუნდება.

წიკლაურის გარდა, ხვალ საქმეში ჩაერთვებიან: უშანგი მარგიანი (81 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).


კომენტარები (164)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:11 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

გუნდური მეორე გვაქვს კაცებში.

21:10 | 22.06.2014
baqo22 (2624)

ბრავო ადამ!!!

21:10 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ ადამს, მშვიდად მიიყვანა საქმე ბოლომდე.

21:07 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

არის ვაზარი

21:06 | 22.06.2014
baqo22 (2624)

ფეხში არ მოკიდა ეხლა ხელი???

21:34 | 22.06.2014
toshihiko (1309)

კიი ფეხში მოკიდა კარგად გამოჩნდა

21:05 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

კინაღამ გადმოიღო

21:03 | 22.06.2014
baqo22 (2624)

მიდი ადამმ

21:00 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

მიდი ადამ გაგვახარე.

20:58 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

მტრისას ტაჩიმოტოსთან ჭიდაობა,

20:49 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ გროლს, მაგარი იპონი აჩვენა.

20:40 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

ქალების -78 მაგარი ხერხვა საყურებელი იყო

20:32 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

იაპონიის ჰეგემონიით მიდის რა ეგ გრანპრი.

20:30 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

მოსაწყენი საყურებელი იყო, მაგრამ ნიშიამამ აჯობა

20:23 | 22.06.2014
Somelio (806)

ძიუდოისტებს ვეკითხები - ხომ არ იცით სადაა ყოფილი ქართველი ძიუდოისტის ლადო დგებუაძის შვილი ირაკლი დგებუაძე? როგორც ვიცი ვარჯიშზე ტრამვა მიიღო და რამდენიმე ხნით ჩამოშორებული იყო ძიუდოს.

20:04 | 22.06.2014
baqo22 (2624)

მოიგო რუსმა

20:15 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

სულ ცოტა დრო უნდოდა ბლოშენკოს და იმარჯვებდა.

20:00 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია მეორეში ბონდარენკო აჯობებს ღრუსების ვოლკოვს.

19:58 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

ვენაცვლაე ლევანს, რა ხოშიანი იპონით დააგდო მადიარი ძირს.

19:55 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია მატიაშვილის ჭიდაობას გვაჩვენებენ youtube-ზე და მისი მოგებით გავიხარებთ.

19:52 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

მეორე დღე აშკარად პირველზე უარესი გამოდის, იმედია ოქრუაშვილი გაგვახარებს.

19:24 | 22.06.2014
BEERTRANCE (97819)

იპპონ ტვ არ ირთვება დ სხვაგან სად შეიძლება ყურება?

18:21 | 22.06.2014
Datuna judo (356)

და ზებედა არ მიდის მსოფლიოზე??? ჯერ ნაადრევია Mაგაზე საუბარი

16:29 | 22.06.2014
გარეჯი (3417)

მსოფლიოზე ალბათ ეს შემადგენლობა დადგება 1. 60 პაპინაშვილი. 2. 73- ლაშა(თუ ჯამრთელობამ არ უმტყუნა) ტატალაშვილი 3.81-ჭრიკო და მარგიანი? 4.90-ლიპო და ბექა 5.+100- ადამა და ლევანი?

14:02 | 23.06.2014
tiko (6769)

მართლა კაი შემადგლენლობა გვეყოლება

17:49 | 22.06.2014
gia610 (369)

გეთანხმები

16:07 | 22.06.2014
ალექსანდრე (6188)

გოგოჭური ყოველ სეზონზე 3 თვე ქაჩავს. მერე სუსტდება. ასე იყო შარშანაც როცა დიუსელდირფში ბრინჯაო აიღო.

15:49 | 22.06.2014
ukleba (17336)

ფუუუ ყაყიჩ რააა 90-ში რუსული ფინალიიი. (( 90-ში ვინები აბლატავდნენ ?(((((((((((

16:24 | 22.06.2014
გარეჯი (3417)

90 ში არა 81 შია რუსული ფინალი

15:49 | 22.06.2014
bernabeu07 (1086)

90 არა 81 შია რუსული ფინალი

15:47 | 22.06.2014
fotoni2 (607)

დღეს რუსს ვინც გადაეყარა ყველამ წააგო ამ იაპონელებს კიდე ვერავინ აჩერებს

15:46 | 22.06.2014
Paata Chania (1086)

თუ ოქრომ მოიგო მაშინ გუნდური მეორე მოდის მთლიანობაში

15:43 | 22.06.2014
ukleba (17336)

საღოლ ლევან. ორი მედალი უკვე არა უშავს რა

15:41 | 22.06.2014
Paata Chania (1086)

ამ უნგრელმა ელმონტიც დაამარცხა

15:32 | 22.06.2014
Paata Chania (1086)

გოგოჭური კი წააგო ვაზარით მაგრამ აშკარად დაჩაგეს 2 შიდოს მერე აფორთხიელებდა მაგრამ შიდო მანც ევერ გაიმეტა მსაჯმა

15:30 | 22.06.2014
toshihiko (1309)

აი ეს იყო გამარჯვება

15:28 | 22.06.2014
maxo_65 (5844)

გოგოჭურმა წააგო ისევ

15:27 | 22.06.2014
neeskensi (2433)

ჩააჩუმა...საღოლ ადამ...

15:27 | 22.06.2014
Paata Chania (1086)

ეგრე რა დაარჭო ძირს

15:27 | 22.06.2014
maxo_65 (5844)

ეს რომ ფორმაში იყოს...

15:27 | 22.06.2014
beso68 (2902)

ოქრომ დღეს ოქრო უნდა მოგვიტანოს, თორემ დავრჩებით ოქროს გარეშე

15:27 | 22.06.2014
ukleba (17336)

ეგრე რააა. ადამ გენაცვალე

15:02 | 22.06.2014
sandersj (376)

ჯი ემ ჯი აჩვენებს ფინალებს ისევ?

15:08 | 22.06.2014
beso68 (2902)

აჩვენებს, საღამოს 7-ზე დაიწყება

14:58 | 22.06.2014
beso68 (2902)

ფუუ, რა ცუდად მოჰყვა, არა და იგებდა

14:56 | 22.06.2014
Paata Chania (1086)

რა შეხვედრა წააგო მათიაშვილმა არადა აბურთავებდა

14:56 | 22.06.2014
maxo_65 (5844)

უყურადღებობით წააგო მატიაშვილმა

მეტის ნახვა
0.130104