საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბუდაპეშტის გრან პრიზე მიღებული ტრავმის გამო ტატამს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი გუშინ, ფინალში, შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე უხერხულად დაეცა და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
“მუხლი საშინლად მეტკინა და ახლაც მაწუხებს ტკივილი. ერთადერთი, რაც ამჯერად ვიცი, ისაა, რომ მოტეხილობა არაა. სხვას ვერაფერს გეტყვით არც ის უთქვამს ვინმეს, ზუსტად რა სახის ტრავმაა, ან როგორი სიმძიმისაა და არც ის ვიცი, როდის შევძლებ ვარჯიშის გაგრძელებას და ჭიდაობას. ამას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს. საქართველოში ხვალ ვბრუნდები და გამოკვლევას სავარაუდოდ თბილისში ჩავიტარებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” შავდათუაშვილმა.
ტრავმის მიღების ეპიზოდი: https://www.youtube.com/watch?v=RV8bJ4d5lhM
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია მალე გამოკეთდები და ძველებურად შეუბერავ
ეხ რა დასანანი ტრავმააააა რა, კაი ფორმაში შევიდა და გული დამწყდა რა
მიდი ლაშა დაუმტკიცე ყველას ყველაზე მაგარი რომ ხარ
ნამდვილად უდროო დროს მოუვიდა რა, არადა გამიხარდა გრანპრის ფინალში გავიდა და მე ვთქვი ეგაა მოახდინა ადაპტაცია თქო. იმედია მალე მოიშუშებს ტრავმას.