ძიუდო

16:37 | 4.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი და ჩოხელი რეპეშაჟში გადაერთნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) და მიხეილ ჩოხელი (73 კგ) კეიპთაუნში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდნენ, დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთვნენ და ბრინჯაოს მედალს ორი გამარჯვება აშორებთ. 73 კილოგრამში მოჭიდავე ფრიდონ გიგანი კი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში შავდათუაშვილი ამერიკელ ევერეტ დისაილიტს დაუპირისპირდება, ხოლო ჩოხელი – ბრიტანელ მაქს სტიუარტს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა – გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089409