ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა დარიო შარიჩმა არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს 6 (!) კბილი დაკარგა. შარიჩს ანდრეს ნოჩიონის იდაყვი მოხვდა და სერიოზული დაზიანებაც მიიღო, თუმცა, თამაშის დატოვება არ უფიქრია.
საბოლოოდ, ხორვატმა კალათბურთელმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მისმა გუნდმა კი არგენტინელები 90:85 დაამარცხა.