ჩოგბურთი

20:01 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას საიუბილეო ტიტული

ქალთა შორის მსოფლიოს რეიტინგსიის მეცხრე ნომერმა მარია შარაპოვამ შტუტგარტში საჩემპიონი ტიტულის დაცვა მოახერხა. Porsche Tennis Grand Prix-ის წლევანდელი ტურნირის ფინალში სერბ ანა ივანოვიჩს 3:6, 6:4, 6:1 მოუგო და კარიერის განმავლობაში 30-ე შეჯიბრება მოიგო. 27 წლის რუსმა შტუტგარტში გამარჯვების გამო ავტომობილი “პორშე”, 96774 ევრო და 470 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

შარაპოვა-ივანოვიჩის ფინალმა 2 საათსა და 3 წუთს გასტანა. შარაპოვამ 7 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და 26 წლის სერბთან პირადი შეხვედრების ანგარიში 8:2 გახადა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ შარშან შტუტგარტში გამარჯვების შემდეგ შარაპოვას დღევანდლამდე ტურნირი მოგებული არ ჰქონდა.

0.11253