ჩოგბურთი

21:21 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას 31-ე ტიტული

 მადრიდის “მასტერზ1000”-ის ქალთა ერთეულის ტურნირის შარშანდელმა ფინალისტმა მარია შარაპოვამ წლეულს საჩემპიონო ტიტულის მოპოვება გადამწყვეტ მატჩში რუმინელი სიმონა ჰალეპის 1:6, 6:2, 6:3 დამარცხების შედეგად მოახერხა. ფინალი თითქმის 2 საათს გაგრძელდა, ესპანეთის დედაქალაქის შეჯიბრების მოგებით 27 წლის რუსმა 700000 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

22 წლის ჰალეპთან დაპირისპირებისას მაშამ 5 ბრეიკი შეასრულა და რუმინელთან პირადი მატჩების ანგარიში 3:0 გახადა. შარაპოვამ კარიერის განმავლობაში 31-ე ტიტული მოიპოვა, წლეულს კი მეორე ტურნირზე იმარჯვა.

შეგახსენებთ, მადრიდის “მასტერზ1000”-ის ქალთა ერთეულთა ტურნირის შარშანდელ ფინალში სერენა უილიამსმა შარაპოვას 6:1, 6:4 სძლია.

0.108992