ჩოგბურთი

11:39 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ პირველივე წააგო, აზარენკა მესამე წრეშია

 

ქალთა შორის მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ცინცინატის ტურნირის პირველივე შეხვედრა წააგო. შეჯიბრების 2011 წლის გამარჯვებულმა რუსმა ამჯერად მეორე წრის მატჩში რეიტინგსიის 17-ე ნომერ, ამერიკელ სტივენ სლოანთან 6:2, 6:7, 3:6 წააგო. 20 წლის სლოანის მომდევნო მეტოქეს სერბი ელენა იანკოვიჩისა და რუსი ეკატერინა მაკაროვას დაპირისპირება გამოავლენს.

შარაპოვა-სლოანის შეხვედრა თითქმის ორსაათნახევარს გაგრძელდა. კარიერის განმავლობაში სტივენმა პირველად სძლია მაშას და ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 1:3 გახადა.

“თამაში ცუდად ნამდვილად არ დამიწყია, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ხელიდან გავუშვი, შეცდომების დაშვება დავიწყე. სლოანს რაც შეეხება, იგი ყოველთვის ახერხებს ბურთის საპირისპირო ნახევარზე დაბრუნებას, იმედგაცრუებული ვარ – სტივენმა მაჯობა”, - დანანებით საუბრობდა შარაპოვა.

სლოანს რაც შეეხება, ნამატჩევს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შარაპოვას წინააღმდეგ სათამაშოდ ბოლომდე მობილიზებული გავიდა, მეორე სეტიდან საკუთარ რიტმს მიაგნო და მაღალი დონის ჩოგბურთი უჩვენა ოჰაიოელ მაყურებელს.

შარაპოვასგან განსხვავებით წარმატებული სტარტი აიღო კლასიფიკაციის მეორე ნომერმა ვიკტორია აზარენკამ. ბელარუსმა საათსა და 41 წუთში კვალიფიკაციამოვლილი ამერიკელი ვანია კინგი 6:1, 7:6 დაამარცხა. კარიერის განმავლობაში ვანიასთან პირველი დაპირისპირებაში ვიკამ 4 ბრეიკი განახორციელა.

შეხსენებისთვის, ცინცინატის ქალთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩინელი ნა ლია, რომელმაც შარშანდელ ფინალში გერმანელ ანგელიკ კერბერს მოუგო.

0.115416