ჩოგბურთი

19:35 | 9.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

შარაპოვამ ლისიცკის ბარიერი 2 სეტში დაძლია

 

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი რუსი მარია შარაპოვა აგრძელებს წარმატებულ სვლას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიდინარე საჩოგბურთო მასტერსზე. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მარიამ 2 სეტში დაძლია გერმანელი საბინ ლისიცკის წინააღმდეგობა 6:2, 7:5 და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რუსი ჩოგბურთელის ანგარიშზე 6 ბრეიკი, 8 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა გახლდათ, თავის მხრივ ლისიცკიმ თავი 3 უკუბრეიკით, 7 ეისით და 4 ორმაგით “გამოიჩინა”.

დღევანდელი შეხვედრა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში მეექვსე გახლდათ და ჯერჯერობით მარია დამაჯერებლად ლიდერობს 5:1. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე შარაპოვას მეტოქე კაია კანეპისა და დანიელა ჰანტუჩოვას შორის გამარჯვებული იქნება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.06348
სარეკლამო ადგილი - 99
X x X