ჩოგბურთი

13:12 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა ყველაზე მაღალანაზღაურებადია

 2013 წელს ქალ სპორტსმენთა შორის ყველაზე მაღალანაზრაურებადი რუსი მარია შარაპოვა გახდა. ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის ცნობით, სადიდსლემო ტურნირების ოთგზის გამარჯვებულმა მაშამ წლეულს საბანკო ანგარიში 29 მილიონი დოლარით შეივსო, რომელთაგან 6 მილიონი უშუალოდ ტურნირებზე გამოსვლისას დამსახურებული საპრიზო თანხაა, დანარჩენი კი სასპონსორო და სარეკლამო შემოსავალია.

სპორტსმენ ქალთა შორის მომდევნო 3 ადგილს ასევე ჩოგბურთელები – ამერიკელი სერენა უილიამსი, ჩინელი ნა ლი და ბელარუსი ვიკტორია აზარენკა – ინაწილებენ. მოწინავეთა ათეულში კი კიდევ 3 ჩოგბურთელია: დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი (7), პოლონელი აგნეშკა რადვანსკა (8) და სერბი ანა ივანოვიჩი (9). 

0.125534