ჩოგბურთი

18:26 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა პირველი ნახევარფინალისტია

 საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალისტი რუსი მარია შარაპოვა გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში სერენა უილიამსის მძლეველ ესპანელ გარბინ მუგურუსას 1:6, 7:5, 6:1 მოუგო. მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა, აქედან ყველაზე ხანგრძლივი მეორე სეტი იყო - ამ პარტიის მსვლელობისას მეტოქეებმა კორტზე 58 წუთი გაატარეს.

მიმდინარე სეზონში შარაპოვამ 14 სამსეტიანი შეხვედრა ჩაატარა და 11 მათგანში მოგება იზეიმა. სადიდსლემო ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა მხოლოდ იტალიელ კამილა ჯორჯისთან (ინდიან უელსში), სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასა (ავსტრალიის ღია პირველობაზე) და პარიზის მასტერსზე თანამემამულე ანასტასია პავლიუჩენკოვასთან წააგო.

ნახევარფინალში შარაპოვა კანადელ ეჟენი ბუშარს შეხვდება, რომელმაც ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროს 7:6, 2:6, 7:5 მოუგო.

0.129107