მექსიკის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტ კანკუნს, მსოლფიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები მორიგეობით სტუმრობენ.
თუ, სულ ცოტა ხნის წინათ, მექსიკის მხურვალე მზეს ულამაზესი მოდელი, კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული ირინა შეიკი ეფიცხებოდა, ახლა მარია შარაპოვა ნებივრობს სანაპიროზე.
იგი ყოველგვარი დაცვის გარეშე, მხოლოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა კანკუნში. “ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, რომ რუსი ჩოგბურთელი დასასვენებლად ამ “ცხელ, ეგზოტიკურ და მხურვალე“ კურორტს წარუმატებელი სპორტული პერიოდის დასავიწყებლად ესტუმრა.