ჩოგბურთი

11:58 | 2.06.2013 | ნანახია 549 - ჯერ

შარაპოვა მეოთხედფინალის საგზურისთვის სტივენსს დაუპირისპირდება

 

რუსი მარია შარაპოვა კვლავ სეტის წაუგებლად განაგრძობს დამაჯერებელ სვლას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მესამე ეტაპზე მან ყველნაირი პრობლემების გარეშე მოახერხა მსოფლიო რეიტინგის 43-ე ჩოგნის ჩინელი ჟენ ჩჟეს დამარცხება - 6:1, 7:5.

შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შარაპოვამ 8 ბრეიკი შეასრულა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დათმო. მარიას ანგარიშზე ასევე გახლდათ 3 ეისი და ერთბაშად 8 ორმაგი შეცდომა, ჩინელმა კი თავი მხოლოდ ერთი ორმაგით "გამოიჩინა".

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 4:1 გახდა, რუსის სასარგებლოდ.

ტურნირის მეოთხე ეტაპზე 26 წლის შარაპოვა 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტს, ამერიკელ სლოან სტივენსს დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:18 | 02.06.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

მიდი მარია და ეგებ ეხლა მაინც მოუგო სერენას

12:03 | 02.06.2013
Djoko (9552)

ჟენ ჩჟე რო 4ჯერ დაგიბრეიქებს რა უპრობლემოდ წინსვლაზეა საუბარი სტივენს ადვილად მოუგებს,რაღაცნაირი იგროკია...

12:50 | 02.06.2013
RafaEl13 (372)

რავიცი აბა სტივენსმა მე-200 ჩოგანთან წააგო და ავსტრალიაზე კიდე სერენა გამოაგდო ასე რომ ვერ ვიტყვი ვერაფერს

0.131878