ჩოგბურთი

14:56 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა-კონორსი – თანამშრომლობის ახალი ფურცელი

ორიოდე დრის წინათ მარია შარაპოვამ შვედი დამრიგებელი ტომას ჰოგსტედტი დაითხოვა და ახალი მწვრთნელი ოპერატიულად აიყვანა. ამიერიდან მაშას ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ჯიმი კონორსი დამოძღვრავს.

როგორც კონორსი, ასევე შარაპოვა ამ გადაწყვეტილებით ფრიად კმაყოფილები არიან.

“მოხარული ვარ, სადიდსლემო ტურნირების ოთხგზის ჩემპიონთან რომ ვიმუშავებ. ერთობლივი წვრთნის შემდეგ ამ რიცხვის გაზრდას შევეცდებით. დარწმუნებული ვარ, წინ მძიმე, მაგრამ მეტად საინტერესო სამუშაო გველის”, - კონორსმა ეს სიტყვა საკუთარ Twitter-ზე განათავსა.

ახალი მწვრთნელის აყვანით სიხარული არც შარაპოვას დაუმალავს: “კონორსს კარგა ხანია ვიცნობ. 2008 წელს ჩვენ ერთად ვმუშაობდით ავსტრალიის ღია პირველობის სტარტამდე. ასეთ საჩოგბურთო ავტორიტეტთან ურთიერთობა მეტად სასარგებლოა და მოუთმენლად ველი ახალ ტურნირებს”.

შეგახსენებთ, ჯიმი კონორსს კარიერის განმავლობაში 120 ტიტული აქვს მოგებული, აქედან 109 ATP-ის შეჯიბრებებია, ხოლო 1242 მოგებული მატჩით იგი ჩოგბურთელებს შორის რეკორდსმენია.

0.131767