ჩოგბურთი

19:46 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა გვარს იცვლის

ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე მარია შარაპოვა შუგარპოვას გვარით გამოსვლას აპირებს. მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომერმა ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, რათა წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირზე მას ახალი გვარით ასპარეზობის ნება დართონ.

შეგახსენებთ. „შუგარპოვა“ რუსი ჩოგბურთელის მიერ დაარსებული ტკბილეულობის წარმოების ფირმის დასახელებაა. 26 წლის ჩოგბურთელმა ამ სახელწოდების პირველი პროდუქცია შარშან გამოუშვა და კოლექციის რეკლამირებას აშშ-ის ღია პირველობაზე შუგარპოვას გვარით გამოსვლით ცდილობს. მაშას გვარის შესაცვლელად შეჯიბრების ორგანიზატორთა თანხმობაც დასჭირდება. შარაპოვას განცხადებით, იგი „საკუთარ“ გვარს ტურნირის დასრულებისთანავე „დაიბრუნებს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ღია საჩოგბურთო ჩემპიონატი 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

0.129685