მიუნხენის “ბაიერნის” შვეიცარიელი ნახევარმცველის, ხერდან შაქირის განცხადებით, მიუნხენელებისთვის 2012/13 წლების სეზონი ბრწყინვალე გამოდგა და ახლა კონკურენტები მათ დამარცხებას დიდი მონდომებით შეეცდებიან.
“ბაიერნის” დომინირება აუცილებლად დააშინებს სხვა დიდ გუნდებს. არავინ ფიქრობს ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას: “ო არა! ჩვენ “ბაიერნს” ვეთამაშებით” – პირიქით ისინი უფრო მოტივირებულები არიან, რათა დაგვამარცხონ”, - აღნიშნა Bild-თან საუბრისას შაქირმა.
შვეიცარიელმა ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა:
“პეპმა ზუსტად იცის თუ როგორ მიუდგეს ფეხბურთელებს, მას ჩვენი სჯერა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით მისი მიღწევები, კარგი მწვრთნელია და მგონია, რომ გვარდიოლა ჩვენთან დიდხანს დარჩება”.
გიორგი ბალახაძე