ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ შანხაის “მასტერზ1000”-ის (საპრიზო ფონდი 6 მილიონი 200 ათასი დოლარი) ნახევარფინალში თამაშის უფლება რეიტინგსიის პირველმა ნომერმა რაფა ნადალმა მოიპოვა. ამასთან თუკი სერბმა მეოთხედფინალში სამსეტიანი პაექრობა ჩაატარა, ესპანელმა 2 პარტიით, 7:6, 6:1 გატეხა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას წინააღმდეგობა.
მაშ ასე, შანხაის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)
რაფა ნადალი (ესპანეთი) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)