ფეხბურთი

3:13 | 14.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

შანსი „ინტერს“ – „ტოტენჰემს“ ბეილი არ ჰყავს

ევროპის ლიგის 1/8-ფინალების პირველი მატჩების შემდეგ, თითქმის ყველა წყვილში მთავარი ბრძოლები წინაა. დიდი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს „ტოტენჰემმა“ და „ლაციომ“, რომლებმაც „ინტერი“ და „შტუტგარტი“ 3:0 და 2:0 დაამარცხეს.

საკუთარ კედლებში, „ინტერის“ კარში 3 უპასუხო ბურთის გატანის შემდეგ, „ტოტენჰემი“ მილანს სერიოზული დანაკლისით ეწვევა. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო, გუნდს გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება. არადა, უელსელი ისედაც ხომ შესანიშნავ ფორმაშია და მას თამაში განსაკუთრებით კარგად სწორედ „ინტერთან“ გამოსდის. „ნერაძურის“ წინააღმდეგ ჩატარებულ 3 მატჩში 23 წლის მარცხენაფლანგელს 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომფორტული უპირატესობით იმარჯვა „ლაციომ“. იმის გათვალისწინებით, რომ რომაელებმა „შტუტგარტს“ 2 უპასუხო ბურთი სტუმრად გაუტანეს, მათ მშვიდად ყოფნის უფლება აქვთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, გერმანელებს სასწაულის მოხდენა მოუწევთ.

ევროპის ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დგას ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული. „ჩელსიმ“ „სტიაუასთან“ გასვლით მატჩში ძალიან უსახურად ითამაშა და სამართლიანად წააგო. თუმცა, ბუქარესტში გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მონდომების შემთხვევაში, ლონდონელებს რუმინული ბარიერის დაძლევა არ გაუჭირდებათ.

განმეორებით შეხვედრას საკმაოდ ცუდი ანგარიშით ხვდება რუსული „ზენიტი“, რომელიც პირველ მატჩში, „ბაზელთან“, 0:2 დამარცხდა. თუმცა, ჰალკისა და მისი თანაგუნდელების მდგომარეობას გამოუვალი ნამდვილად არ ეთქმის.

 

რუბინი-ლევანტე (პირველი მატჩი 0:0)

დისკვალიფიკაცია: ანსალდი, სეზარ ნავარი - მიჩელი

მსაჯი: ალექსანდარ სტავრევი (მაკედონია)

 

ზენიტი-ბაზელი (პირველი მატჩი 0:2)

დისკვალიფიკაცია: ლუის ნეტო - სერეი დი

მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)

 

ინტერი-ტოტენჰემი (პირველი მატჩი 0:3)

დისკვალიფიკაცია: ალვარო პერეირა - ბეილი

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, ინტერი 1 მოგება, ტოტენჰემი 1 მოგება

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, ჟუანი, კივუ, პერეირა, გარგანო, კამბიასო, ბენასი, კასანო, გუარინი, პალასიო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი, უოლკერი, გალასი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო, პარკერი, დემბელე, ლენონი, ჰოლტბი, სიგურდსონი, დეფო

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)

 

ჩელსი-სტიაუა (პირველი მატჩი 0:1)

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, კოული, ლემპარდი, მიკელი, ოსკარი, მატა, აზარი, ტორესი

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუსანუ, ლატოვლევიცი, კირიკესი, სზუკალა, პაპა, პინტილი, ჩიპჩიუ, ბურკეანუ, ტანასე, პოპა, რუსესკუ

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი)

 

ფენერბაჰჩე-პლზენი (პირველი მატჩი 1:0)

დისკვალიფიკაცია: რაულ მეირელეში (ფენერბაჰჩე)

მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია)

 

ბორდო-ბენფიკა (პირველი მატჩი 0:1)

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 1 ფრე, ბორდო 1 მოგება

სავარაუდო შემადგენლობები

ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, პლანუსი, ენრიკე, ტრემულინა, სერტიჩი, პლაზილი, მორის-ბელეი, ბენ კალფალა, ობრანიაკი, დიაბატე

ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, მელგარეხო, მატიჩი, მარტინსი, ჯონი, როდრიგო, გაიტანი, კარდოსო

მსაჯი: ოვიდიუ ალინ ჰატეგანი (რუმინეთი)

 

ნიუკასლი-ანჟი (პირველი მატჩი 0:0)

სავარაუდო შემადგენლობები

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, სიმპსონი, პერში, იანგა-მბივა, ჰაიდარა, ანიტა, კაბაიე, მარვო, სისოკო, გუფრანი, სისე

ანჟი (4-2-3-1): გაბულოვი, იეშენკო, კარლოსი, ევერტონი, ჟირკოვი, ჟუსილეი, დიარა, ბუსუფა, ვილიანი, შატოვი, ეტო’ო

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

 

ლაციო-შტუტგარტი (პირველი მატჩი 2:0)

დისკვალიფიკაცია: კანა (ლაციო)

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, პერეირინია, ბიავა, დიასი, რადუ, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი, მაური, ლულიჩი, კოზაკი

შტუტგარტი (4-1-4-1): ულრაიხი, საკაი, ტასკი, რუდიგერი, მოლინარო, კვისტი, ჰარნიკი, გენტნერი, ოკაზაკი, ტრაორე, იბისევიჩი

მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰეგენი (ნორვეგია)

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებული არაა 1 კვირის წინათ დაფიქსირებული შედეგები, რომელიც წყვილის გასწვრივ, ფრჩხილებშია მოცემული.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 27.08.2019
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია

15:26 | 26.08.2019
მესიიიიი (1971)

გრიზის იმედი მქონდა,ვწერდი კიდეც,რომ მისი გოლებით უნდა მოგვეგო და ძაააან გამიხარდა "გრიზი შოუ" რომ ვნახე. ფატი მომავალი ეტოა, ჯერ ადრეა შედარება,მაგრამ უმაგრესი მონაცამები აქვს და სწორად უნდა განვითარდეს. პერესიც ძაააააან მაგარია, ნუ ჯერ ხერარდ პიკე ბერნაბეუ აწიოკებდა სამეფო მონებს "ბერნალეოზე", ახლა პერესი დააწიოკებს "ლეგენდარული პრეზიდენტის" სახელობის სტადიონს თუ არა, მის რომელიმე მონაკვეთს მაინც:დდდდდდდდდდდდდ
საუკუნის ტალანტი უკეთესი იყო,ვიდრე ბასკეთში, მალე ვნახავთ მის სრულ პოტენციალს.
მეჩვენება თუ ტიკი-ტაკას "რაღაც ელემენტებს" აბრუნებს "ბილბაო"? "შეუბერეს" მწორე ტაიმში და შედეგიც ვნახეთ.

P.S. Messi_G.O.A.T.

15:04 | 26.08.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

1941/42 წლები არ ითვლება. იმ დროს ცოტათი უფროსები უკვე ომში იყვნენ, რა ეფეხბურთებოდათ ?

14:35 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

ბეტისის შემადგენლობა არათუ ხელწამოსაკრავი, არამედ მაგარია და ასე თავდასხმის არ მქონე ბარსელონასთან როგორ წააგეს.

15:02 | 26.08.2019
irakli111 (373)

შესაძლოა ბარსელონაა ძალიან ძლიერი წელს

14:51 | 26.08.2019
alfadhirhaiti (7530)

არა ხელწამოსაკრავი.

0.076603