ფეხბურთი

10:29 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შამახი “კრისტალ პალასში” ითამაშებს

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი მარუან შამახი მომავალ სეზონში “კრისტალ პალასის” ღირსებას დაიცავს.

პრემიერლიგაში წელს დაბრუნებული გუნდი 29 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რომ იჩენდა აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ახლაღა გადადგა და წარმატებასაც მიაღწია.

Lequipe-ს ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და შამახი “კრისტალ პალასში” ერთწლიანი განათხოვრების წესით ითამაშებს. შეთანხმების ფინანსური მხარეები უცნობია.

მარუანი “არსენალში” 2010 წლიდან ირიცხება, მაგრამ გასულ სეზონში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ექვსი თვე მეორე ლონდონურ კლუბ “ვესტ ჰემში” განათხოვრების წესით გაატარა, მაგრამ “ჩაქუჩების” მაისურით პრემიერლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114861