29 წლის მაროკოელი თავდამსხმელი მარუან შამახი კარიერას “კრისტალ პალასში” განაგრძობს. ინგლისურმა კლუბმა “არსენალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.
“კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შამახმა კლუბთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების ფინანსური დეტალები ცნობილი არაა.
მარუან შამახი “არსენალში” 2010-13 წლებში თამაშობდა. ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 67 მატჩში მან 14 გოლი გაიტანა.