გელზენკირხენის “შალკეს” შეტევის ლიდერი კლას-იან ჰუნტელაარი ტრავმირებულია და ის გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
სეზონის ცუდად დაწყების გარდა, “შალკეს” პრობლემები სხვა მიმართულებითაც აქვს.
“ვოლფსბურგთან” 0:4 წაგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და ის ფეხბურთს რამდენიმე კვირით ჩამოშორდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუნტელაარი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ გელხენკირხენელები, 21 და 27 აგვისტოს, პაოკ-ს დაუპირისპირდებიან.