გერმანიის ბუნდესლიგის 32–ე ტურის გახსნით მატჩში, „გლადბახმა“ „ბორუსია პარკზე“ გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და შინ 3 ქულით „გაისტუმრა“. მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა და დასკვნით 45 წუთში, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მატჩის ბედს ერთი გოლი გადაწყვეტდა. ასეც მოხდა – 82–ე წუთზე, რაფაელმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა იულიან დრაქსლერი, ამ უკანასკნელმა კი, ძლიერად დაჰკრა და გელზენკირხენელებს გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით, „შალკემ“ სატურნირო ცხრილში მე–4 პოზიცია გაიმყარა და უახლოეს მდევარ „აინტრახტს“ 6 ქულით უსწრებს.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი – შალკე 0:1 (0:0)
გლადბახი: შტეგენი, დამსი, დომინგესი, შტრანცლი, იანტშკე, ჰაკა, მარქსი (იუნესი 84), ჰერმანი, არანგო, ჰანკე (დე იონგი 73), მლაპა (ჰრგოტა 69).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა (ჰიოგერი 46), ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ჯონსი, ნოიშტედტერი, ბასტოსი (მეიერი 83), დრაქსლერი, რაფაელი (ფუკსი 85), ჰუნტელარი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლი: 0:1 დრაქსლერი (82)
გაფრთხილებები: დამსი (10), დომინგესი (29) – ჯონსი (42), დრაქსლერი (68), ჰუნტელარი (73)
კარში დარტყმა: 10 (2) – 10 (5) ჯარიმა: 15 - 21 კუთხური: 6 - 8 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 42% - 58%