გელზენკირხენის “შალკეს” სამწვრთნელო შტაბს იულიან დრაქსლერის გასხვისება, ჯერჯერობით, არ სურს. “ხუმარების” თავკაცმა იენს კელერმა ახალგაზრდა გერმანელს სამშობლოში დარჩენისკენ მოუწოდა.
“იულიანი მხოლოდ 20 წლისაა და მას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ძალების მოსინჯვის შანსი აუცილებლად ექნება. თუკი დრაქსლერს საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა სურს, განვითარება სამშობლოში უნდა განაგრძოს. თანაც, იულიანს “შალკეში” ჯერ არაფერი მოუგია”, - განუცხადა კელერმა გერმანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ დრაქსლერის გადაბირება მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ.