შესაძლოა, გერმანული “დორტმუნდის” მცველი ფელიპე სანტანა გელზენკირხენის “შალკეში” გადაბარგდეს. Soccernews-ის ცნობით, “ხუმარები” ბრაზილიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.
“შალკე” სანტანას შეძენას 2 მილიონ ევროდ შეძლებს. მცველის სატრანსფერო უფლებების გამოსასყიდად სწორედ ამ რაოდენობის თანხაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ სანტანა “დორტმუნდში” არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლა სურს. ბრაზილიელის მიზანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში თამაშია.