გელზენკირხენის “შალკეს” გენერალურმა დირექტორმა, ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა, რომ მისი გუნდი “დორტმუნდის” ბრაზილიელი მცველის, ფელიპე სანტანას შეძენითაა დაინტერესებული.
აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, “შალკემ” სანტანას ტრანსფერის საკითხი უკვე მოაგვარა. სამხრეთ ამერიკელში, რომელსაც “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გელზენკირხენელები ერთ მილიონ ევროს გადაიხდიან.
“დიახ, ამ ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულნი ვართ.” – აცხადებს ჰორსტ ჰელდტი ფელიპე სანტანაზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “შალკე” და “დორტმუნდი” ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არიან.