ფეხბურთი

15:32 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” კაპაროსს იწვევს

გელზენკირხენის “შალკე” მოლაპარაკებებს 57 წლის ესპანელ სპეციალისტ ხოაკინ კაპაროსთან აწარმოებს. Estadio Deportivo-ს ცნობით, დიდი შანსია, “მალიორკას” ყოფილმა დამრიგებელმა მომდევნო სეზონიდან “ხუმარები” ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, კაპაროსი უმუშევარია. უკანასკნელად, ესპანელი სწორედ "მალიორკას" წვრთნიდა. “შალკე” კაპაროსის ალტერნატივად ლონდონის “ჩელსის” თავკაც რაფაელ ბენიტესს განიხილავს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, მისი დაყოლიება მოახერხოს. ამის მიზეზი ბენიტესის მაღალი ფინანსური მოთხოვნებია.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გელზენკირხენელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული შტეფან ეფენბერგის კანდიდატურასაც განიხილავენ.

 

0.112457