ფეხბურთი

2:02 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„შალკე“ „დორტმუნდს“ დაეწია

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის გახსნით მატჩში, გელზენკირხენის „შალკემ“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ქულათა რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ „დორტმუნდს“ დაეწია.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 59-ე წუთზე, „ხუმარებმა“ სტუმრები დაბომბეს - ძელიდან ასხლეტილ ბურთს კლას-იან ჰუნტელარმა დაამატა, მაგრამ მეკარემ დარტყმული მოიგერია, იქვე მყოფმა მაქს მაიერმა კი, შედეგიანად დაჰკრა და ანგარიში გაიხსნა. რამდენიმე წუთში, ჰუნტელარს ანგარიშის გაზრდის ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჯეფერსონ ფარფანმა ეფექტური საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მეკარე უშანსოდ დატოვა - 2:0.

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე - აინტრახტი 2:0 (0:0) 

შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, მატიპი, აიჰანი, კოლაზინაკი, ბოატენგი (სანტანა 82), ნოიშტედტერი, დრაქსლერი (ფარფანი 86), გორეცკა, მეიერი (ობასი 72), ჰუნტელარი.

მწვრთნელი: იენს კელერი

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, ჯაკპა (ოჩიპკა 82), სამბრანო, იუნგი, ბარნეტა (როზენტალი 69), მაიერი (კადლეცი 69), აიგნერი, ლანიგი, ხოსელუ.

 წვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 1:0 მაიერი (59), 2:0 ფარფანი (90)

გაფრთხილება: დრაქსლერი (27)

კარში დარტყმა: 22 (13) – 10 (5) ჯარიმა: 15 - 12 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 5 – 11

0.12461