გერმანიის ბუნდესლიგის 26–ე ტურის ცენტრალური მატჩი „ბაი არენაზე“ ჩატარადა, სადაც „ლევერკუზენმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. „რეკორდმაისტერს“ ვერცხლის სინი თითქმის განაღდებული აქვს და დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ვერ ვიტყვით, რომ მატჩმა მიუნხენელთა განსაკუთრებული უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ რაც მთავარია, 3 ქულა იუპ ჰაინკესის გაწვრთნილებს დარჩათ. 37–ე წუთზე, მარიო გომესმა, თავისთვის უჩვეულოდ, დრიბლინგი განახორციელა და ორი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ, შედეგიანადაც დაჰკრა – 0:1.
მეორე ტაიმში, ლევერკუზენელები გააქტიურდნენ და მიზანს 75–ე წუთზე მიაღწიეს – კუთხურის შემდეგ, ბურთი სიმონ როლფესს მიუვიდა და მისი კარის ბადეში მოთავსება არ გასჭირვებია.
უიღბლობის გამო, ლევერკუზენელებმა ქულის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს – ფილიპ ვოშაიდმა მატჩის მიწურულს ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მიუნხენელებს 3 ქულა „ჩაუჯიბა“.
ტრადიციულად, გულშემატკივრებით გადაჭედილი იყო „სიგნალ იდუნა პარკი“. „დორტმუნდმა“ სანახაობრივი თამაში აჩვენა და „ფრაიბურგი“ 5:1 დაამარცხა. არადა, მასპინძელთათვის მატჩი არასასიამოვნოდ დაიწყო – ჟონათან შმიდმა ფრაიბურგელები დააწინაურა და დორტმუნდელი ქომაგიც აანერვიულა.
მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპის შეგირდები არ დაბნეულან და პირველი ტაიმის უკანასკნელ 5 წუთში, მატჩის ბედიც გადაწყდა. 41–ე წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მოგვიანებით კი, ნური შაჰინმა გაისროლა შედეგიანად და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლევანდოვსკიმ მცველების უხეირო ქმედებით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა – 3:1.
ამგვარად, დორტმუნდელები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა იოლად მოახერხეს. მეორე ტაიმში, ფრაიბურგელები დაცვაში კიდევ ერთხელ შეცდნენ და დუბლი შაჰინმაც გაიფორმა – 4:1. 78–ე წუთზე, სტუმართა განადგურებას წერტილი ლეონარდო ბიტენკორტმა დაუსვა და ტაბლოზე 5:1 ააციმციმა.
უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, კიდევ ერთი მარცხი იწვნია გელზენკირხენის „შალკემ“. როგორც ჩანს, „ხუმარებმა“ „გალათასარაისთან“ დაპირისპირებას მთელი ძალ–ღონე შეალიეს და „ნიურნბერგის“ გამკლავება ვეღარ შეძლეს. მიხაელ ვიზინგერის გუნდმა „შალკეს“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ბრემენში, სადაც ადგილობრივმა „ვერდერმა“ „ფიურტს“ უმასპინძლა, რომელსაც ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. სტუმართათვის ცუდი მატჩი არ ყოფილა, რადგან ქულა მოიპოვეს და რომ გამართლებოდათ, 3 ქულასაც ჩაიწერდნენ აქტივში. საგულისხმოა, რომ ბრემენელებმა ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის წყალობით გაიტანეს – ორივე შემთხვევაში, თავი აარონ ჰანტმა გამოიჩინა. საბოლოოდ, „ვერდერმა“ ფრე იკმარა და მეტოქეს მშვიდობიანად გაეყარა.
საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა „ჰოფენჰაიმისა“ და „მაინცის“ მატჩში, მაგრამ ეს შეხვედრა შედარებით ნაკლებსანახაობრივი გახლდათ. გულშემატკივრებმა ვერც გოლები იხილეს და ვერც დიდი რაოდენობით საგოლე მომენტები – 0:0.
„ჰამბურგი“ საკუთარ კედლებში „აუგსბურგს“ დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა. სტუმრები მატჩის დებიუტში, კალსენ–ბრაკერის გოლით დაწინაურდნენ და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა – 0:1.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81000
დორტმუნდი – ფრაიბურგი 5:1 (3:1)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პიშჩეკი, სანტანა, შმელცერი, გუნდოგანი, გიოტცე (ბიტენკორტი 77), ბლაშჩიკოვსკი (გროსკროიცი 76), შაჰინი, როისი (შიბერი 81), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი (მუიჯა 79), გიუნტერი, გინტერი, შმიდი, ფლიუმი, შუსტერი (დიანე 81), კალიჯური (გუედე 81), კრუზე, ტერაცინო.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 0:1 შმიდი (28), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 შაჰინი (44), 3:1 ლევანდოვსკი (45), 4:1 შაჰინი (73), ბიტენკორტი (78)
გაფრთხილებები: სუბოტიჩი (73) – შუსტერი (40), მუიჯა (79)
კარში დარტყმა: 15 (11) – 5 (2) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 1 – 6
ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 46000
ნიურნბერგი – შალკე 3:0 (1:0)
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი, ჩენდლერი (ილდიზი 83), კლოზე, ფოილნერი, ბალიჩი, კიოტაკე, სიმონსი, ეშვაინი (პოლტერი 90), პეკჰარტი (ფრანცი 46).
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, ფუკსი, მატიპი, კოლაზინაკი (რაფაელი 59), ჯონსი, ბასტოსი (ბარნეტა 84), ჰიოგერი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი (პუკი 64).
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 1:0 ფოილნერი (31), 2:0 ეშვაინი (69), 3:0 ფრანცი (87)
გაფრთხილება: ჰიოგერი (44)
კარში დარტყმა: 5 (5) – 10 (5) ჯარიმა: 12 - 11 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 2 – 0
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 24500
ჰოფენჰაიმი – მაინცი 0:0
ჰოფენჰაიმი: გომესი, ბეკი, შრეკი (უსამი 60), აბრაჰამი, ვესტერგორი, ოქსი, ვაისი (პოლანსკი 77), ვილიამსი, ფირმინო, ხოსელუ, ფოლანდი (დე კამარგო 83).
მწვრთნელი: მარკო კურცი
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ბელი, ზიმლინგი (მალი 78), ივანშიცი (ედე 63), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, სალაი (ჩუპო–მოტინგი 84), პარკერი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გაფრთხილებები: ოქსი (48), ვესტერგორი (73) – ვეტკლო (61)
კარში დარტყმა: 9 (4) – 7 (3) ჯარიმა: 16 - 19 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 2 – 4
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40000
ვერდერი – ფიურტი 2:2 (0:0)
ვერდერი: მილიცი, პაპასტატოპულოსი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი (ჰანტი 46), შმიცი, პავლოვიჩი, იუნუზოვიჩი, იგნიოვსკი, დე ბრეინე, ტრიბული (არნაუტოვიჩი 46), პეტერსენი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
ფიურტი: გრიუნი, მავრაი, ზობიხი, ციმერმანი, ბაბა, ნერიგი (შმიდტგალი 27), პეკოვიჩი, ფიურსტნერი (ცილნერი 89), პეცოსი, კლაუსი (აზემი 83), სარარერი.
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
გოლები: 1:0 ჰანტი (47პ.), 1:1 ფიურსტნერი (56), 1:2 პეცოსი (62), 2:2 ჰანტი (70პ.)
გაფრთხილებები: ფიურსტნერი (77), ციმერმანი (86)
კარში დარტყმა: 15 (9) – 8 (4) ჯარიმა: 13 - 21 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1– 7
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 53000
ჰამბურგი – აუგსბურგი 0:1 (0:1)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, დიკმაიერი (რაიკოვიჩი 84), ბრუმა, აოგო (ირაჩეკი 84), იანსენი, არსლანი, რინკონი (ბაისტერი 69), ბადელი, რუდნევი, ჰიუნ–მინი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (ბანსე 88), ჰანი, ჩჟა–ჩოლი (ვერჰაგი 60), ბაიერი, ფოგტი, მიოლდერსი (ერლი 76), დონ–ვონი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
გოლი: 0:1 კალსენ–ბრაკერი (8)
გაფრთხილებები: ბრუმა (43), იანსენი (62) – ბაიერი (33), ვერნერი (64)
გაძევება: ბაისტერი (80)
კარში დარტყმა: 9 (5) – 3 (1) ჯარიმა: 20 - 17 კუთხური: 9 - 3 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 0 – 5
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000
ლევერკუზენი – ბაიერნი 1:2 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, შვაბი, ვოლშაიდი, კარვახალი, რიანარცი (ჰეგელერი 61), კასტრო, როლფესი, ბენდერი, კისლინგი, შიურლე (სემი 46).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, მარტინესი, რობენი (ვან ბუიტენი 73), შვაინშტაიგერი, გუსტავუ (ტიმოშჩუკი 79), ალაბა, შაქირი, გომესი (პისარო 71).
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 0:1 გომესი (37), 1:1 როლფესი (75), 1:2 ვოლშაიდი (87ს.კ)
გაფრთხილებები: კარვახალი (5), კასტრო (54), შვაბი (90) – ნოიერი (90)
კარში დარტყმა: 6 (2) – 8 (2) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 15 - 7 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 0 – 1
ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 19, კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი) – 12.