ფეხბურთი

17:35 | 1.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

შაჰინი ისევ ტრავმირებულია

Marca-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ნური შაჰინმა მორიგი ტრავმა მიიღო. 22 წლის თურქი ნახევარმცველი აღდგენითი პროცესის დროს დაზიანდა. ექიმთა ვარაუდით, შაჰინი მოედანს ნოემბრამდე ვერ დაუბრუნდება. თურქი პრიმერა დივიზიონის 8 და ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილმა ნახევარმცველმა ტრავმა ივნისის დასაწყისში მიიღო და ამის გამო, “სამეფო კლუბს” ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრების გასავლელად ვერ გაჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091432