იაპონიის ქალაქ ჰამამაცუში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული დღე ჰქონდა სოფო შაფათავას. ერთეულთა გათამაშებაში მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში იაპონელი მიუ კატო 6:2, 6:7 (4:7), 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე კიდევ ერთ მასპინძელ შუკო აოიამას გაეჯიბრება.
შაფათავა უკვე ნახევარფინალშია გასული წყვილთა ტურნირში, სადაც შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველმა და შვეიცარიელმა მეოთხედფინალში იაპონურს დუეტს (კუმიკო იუმა-აკიკო იონემურა) 7:6 (7:4), 6:3 მოუგეს, ფინალში გასასვლელად კი ასევე იაპონელებს – ერი ჰოზუმი/მაკოტო ნინომია (მე-3 განთესვა) დაუპირისპირდებიან.
ანტალიის 10-ათასიან ტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა ეკატერინე გორგოძემ. მე-7 ნომრად მიჩნეულმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუს იანა მოგილნიცკაიას 6:3, 6:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მე-4 განთესვის მქონე ბელგიელ მარი ბენუას ეთამაშება.
წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაური პირველ ნომრად განთესილ იმავე ბენუას და კიდევ ერთ ბელგიელ ციმერმანს გაეჯიბრებიან.